1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასიათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს, საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ. 

კურო 
მთელი დღის განმავლობაში იდარდებთ თქვენ ბედზე, თქვენი საქმიანი პარტნიორის მოქმედებებზე. დღეს შეიძლება თქვენმა მოქმედებამ გააფუჭოს წამოწყებული საქმე. დიდია ალბათობა იმისა, რომ სასაცილო სიტუაციაში ჩავარდეთ. 

ტყუპი 
დღეს კარგია საქმიანი მოგზაურობა და შეხვედრები. უფრო მიზანდასახული გახდებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინოს თავი. 

კირჩხიბი 
ოჯახში სიმყუდროვესა და სითბოს შეიქმნით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება არასასიამოვნო ცვლილებებიც გაჩნდეს. პირად ცხოვრებაში ერთგვარი სიფრთხილე გმართებთ. არავითარ შემთხვევაში ძალის გამოყენებით არ სცადოთ წარმატების მიღწევა. თქვენი მიზნები დღეს თანდათანობით შესრულდება. გელით სხვადასხვა სიურპრიზი და სიხარული. 

ლომი
ახალ ნაცნობებთან კონტაქტი სერიოზულ პერსპექტივებს გპირდებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ მოგზაურობისას და საოჯახო ტექნიკასთან ურთიერთობისას. დღეს, ყურადღება გაამახვილეთ საქმიან შეხვედრებზე,რადგან შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი სწორად აქ გადაწყდეს. 

ქალწული
დღეს მოგიწევთ უამრავი საქმიანი შეხვედრა, რომლებიც თქვენს პროფესიასთან იქნება დაკავშირებული. შეეცადეთ, გამოიყურებოდეთ სოლიდურად და საქმიანად, თუმცა დაგეუფლებათ გარკვეული პესიმისტური განწყობაც, რომელიც თქვენი შინაგანი ბუნების ბრალი იქნება.. 

სასწორი 
სათანადო ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ახლობლების რჩევებსა და მითითებებს. სწორედ მათ რჩევებსა და საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით შეძლებთ გამოხვიდეთ შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან და თავი აარიდოთ მოსალოდნელ გართულებებს.. 

მორიელი 
დღეს საქმეები თამამად დაგეგმეთ. მეგობრების დახმარებით ბევრ რამეს შეძლებთ, მაგრამ ოჯახური საჭიროებისათვის ხარჯებიც არ დააყოვნებს.. 

მშვილდოსანი
წინ ცვლილების დღე გელით. ეცადეთ ორგანიზებული იყოთ სამსახურში და რაც შეიძლება მეტი საქმიანი შეხვედრა დაგეგმოთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ. 

თხის რქა
დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

მერწყული 
მოულოდნელად ყველას გააოცებთ, თქვენ უგულო ადამიანად გიცნობდნენ, თუ ამხელა სიყვარულს ატარებდით, თუ ასეთი გულის პატრონი იყავით ვერავის წარმოედგინა. ეცადეთ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.. 

თევზები
დღეს ყველაფერში თან გდევთ იღბალი. ეს იმის ბრალია, რომ დღეს გადაწყვეტთ უფრო თამამად და ღიად იმოქმედოთ. დროა ჯერ იმოქმედოთ და მერე იფიქროთ. ეს იმდენად კარგად გამოგივათ, რომ გაგიკვირდებათ ადრე რატომ ხარჯავდით ამდენს დროს ფიქრში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები