1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოდ: რუსთავის #6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს

რუსთავის #6 დაწესებულებაში საკანში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ინფორმაცია უწყების საიტზე განათავსა. 
"16 სექტემბერს 08:15 საათზე სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ორმა ინსპექტორმა რიგითი შემოვლის დროს 1963 წელს დაბადებული მსჯავრდებული ზ.ს. გარდაცვლილი იპოვა.
წინასწარი მონაცემებით, მსჯავრდებულმა საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით. გამოიძიებას პროკურატურის ზედამხვედველობით აწარმოებს საგამოძიებო დეპარტამენტი", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 
უწყების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზების დასადგენად უკვე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილი გადასვენებულია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები