1 4 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფრთხილად!-უცნობი ვირუსი ბავშვებს უტევს-ექიმის რჩევები

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა გამოაქვეყნეს მოხსენება სასუნთქი სისტემის უცნობი ვირუსის შესახებ, რომლის გამოც მისურის შტატში მცხოვრები ასობით ბავშვი ხვდება საავადმყოფოებში და არა მხოლოდ მისურიში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვირუსის ზუსტი იდენტიფიცირება არ მომხდარა, ოფიციალური პირების განცხადებით, ეს იშვიათი ვირუსია, რომელიც ცნობილია, როგორც ადამიანის ენტეროვირუსი 68. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ ეს ენტეროვირუსი მჭიდრო კავშირშია იმ ვირუსთან, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს.
დღეის მონაცემებით, უკვე დაახლოებით 12 შტატი დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და დაავადების შესასწავლად დახმარება სთხოვა. ეს შტატებია: ჩრდილოეთ კაროლინა, ოჰაიო, ილინოისი, კენტუკი, ინდიანა, კოლორადო, ჯორჯია, იოვა, მისური, ოკლაჰომა და კანზასი.
ენტეროვირუსის სიმპტომები გრიპის სიმპტომებს ჰგავს და შესაბამისად, საკმაოდ ცნობილი და გავრცელებულია. როდესაც ადამიანი ცივდება ზაფხულში, თანაც საკმაოდ მძიმე ფორმით, ცხადია, რომ საქმე გვაქვს ენტეროვირუსთან. ამ დაავადების პიკი, ჩვეულებრივ, სექტემბერშია.
უჩვეულო ის გახლავთ, რომ ძალიან ბევრი ბავშვია ჰოსპიტალიზებული. ოფიციალური წყაროებით, მისურის შტატში ყოველდღიურად 25 ბავშვი აკითხავს საავადმყოფოებს, მათი 15% კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ექიმმა მერიენ ჯექსონმა, რომელიც საავადმყოფოს დირექტორია, აღნიშნა, რომ ვირუსი ყველაზე მძიმე ფორმით ჩნდება სერიოზული დაავადებების მატარებელ ბავშვებში. ის სიტუაციას უპრეცედენტოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი 30 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში პედიატრიაში, მსგავსი არაფერი უნახავს. ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობის გამო, სხვა ექიმებისა და ექთნების მოწვევაც უხდებათ.
ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა უცნობი ვირუსის წინააღმდეგ. ეს განსაკუთრებული ტიპი ენტეროვირუსისა ცნობილია, როგორც EV-D68. მიიჩნევა იშვიათად, თუმცა პირველად ჯერ კიდევ 1960 წელს იქნა შემჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევათა რაოდენობა დღემდე 100-ზე ნაკლები იყო. შესაძლოა, ეს ფაქტი იმითაც აიხსნას, რომ EV-D68 ენტეროვირუსის სიმპტომები რთული გასარჩევია ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებისაგან.
დღესდღეობით, ვირუსი გავრცელებულია ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, ნიდერლანდები და ფილიპინები. სიმპტომებია ცემინება, სიცხე, ხველება, ტკივილი სხეულსა და კუნთებში.
ვირუსის თავიდან ასაცილებლად ექიმები ურჩევენ ხალხს, რომ ხშირად საპნით დაიბანონ ხელები, დაუბანელი ხელებით არ უნდა შეეხონ ცხვირს, თვალებსა და სახეს. ჩახუტება, კოცნა და დაავადებული ადამიანის ნივთების გამოყენება ასევე სარისკოა. ხოლო მათ, ვინც უკვე ავადაა, შინ დარჩენას ურჩევენ.
მსოფლიო დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ადამიანის ენეტეროვირუსი 68 ასობით ბავშვს მძიმედ აავადებს არა მხოლოდ მისურის შტატში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

თათია მუკბანიანმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები