1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს რთული მისიების შესრულება, სიძნელეების დაძლევა მოგიწევთ. მთავარია, მოინდომოთ, დაკვირვებულად იმოქმედოთ და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივად. 

კურო 
ცვლილებები გელით, ახლის სწავლა და სიახლეებთან შეგუება მოგიწევთ. თქვენი პირადი ცხოვრებაც თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ მოინდომებთ – გაგიუმჯობესდებათ. 

ტყუპი
დღეს თავი შეიძლება ძველმა შეყვარებულმა შეგახსენოთ, რის გამოც ახლანდელთან ურთიერთობა დაგეძაბებათ. რაც უფრო რეალურად შეაფასებთ სიტუაციას, მით ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. 

კირჩხიბი
დღეს ყველასა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. შეიძლება გული გეტკინოთ, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდებით იმაში, თუ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ – მეგობრის ნიღაბს ამოფარებული. 

ლომი 
თუ ჭკვიანურად იმოქმედებთ და სწორ სვლებს გააკეთებთ, კარიერული წინსვლა გარანტირებული გაქვთ. თუ ვერა – ეს დღე ჭკუის სასწავლებლი იქნება. 

ქალწული 
კარგი დღეა აქტიური მოქმედებისთვის, მაგრამ ახალი საქმეების დაწყებამდე დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებსა და კოლეგებს მიმართეთ. 

სასწორი 
დღეს გარშემო მყოფებისთვის რაღაცის დამტკიცების, მათთან პოლემიკაში ჩართვის სურვილი გაგიჩნდებათ. ეცადეთ, მოთოკოთ ემოციები და ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბროთ. 

მორიელი 
დღეს მეტად უნდა იაქტიუროთ. ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში, კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე პროექტები. აგრეთვე, თამამად გამოხატეთ თქვენი სიმპათია იმ ადამიანის მიმართ, ვინც მართლა მოგწონთ. 

მშვილდოსანი 
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. მეტი დრო დაუთმეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. რა მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეთ, ნაკლებად ჩაერიეთ სხვების საქმეებში. 

თხის რქა 
დღეს თითოეული მომენტი თქვენთვის გაკვეთილი გახდება. ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოუსმინეთ. აგრეთვე, კარგი დღეა ახალი საქმიანობის შესასწავლად. ზოგიერთს კი სასიამოვნო ნაცნობობა ელის. 

მერწყული
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან; განსაკუთრებით კოლეგებთან. უმჯობესია, ამ დღეს დაწყებული საქმეები დაასრულოთ. საღამო კი საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განათლებას. გადაიკითხეთ თქვენი საყვარელი ნაწარმოებები; ეწვიეთ კულტურულ ღონისძიებებს. აგრეთვე კარგი დღეა ფსიქოლოგიურ ტრენინგზე დასასწრებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები