1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სპეციალურ მიღებას უმასპინძლა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სპეციალურ მიღებას უმასპინძლა, სადაც საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან ირაკლი გილაურთან, ერთად გააცილა და წარმატება უსურვა სტუდენტებს რომლებიც ჩივნინგის პროგრამის მეშვეობით 2014/2015 სასწავლო წელს ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა ჩივნინგსა და საქართველოს ბანკს შორის მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება და ბანკი კვლავ დაფინანსებას სამ სტუდენტს სწავლის გასაგრძელებლად დიდ ბრიტანეთში. ღონისძიება ჩატარდა დიდი ბრიტანეთის საელჩოში და მას ესწრებოდნენ ჩივნინგის კურსდამთავრებულები, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა თქვა: „მოხარული ვარ ვუმასპინძლო წარმატებულ სტუდენტებს რომლებიც ცოტა ხანში გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად. დღეს ჩვენ ასევე ავღნიშნავთ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას და ჩემთვის პატივია მივესალმო განათლების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს. განსაკუთრებით მადლობელები ვართ საქართველოს ბანკის, გარდა იმისა, რომ ამ ამ სასწავლო წელს, დამატებით ორ სტიპენდიანტს გაუწია სპონსორობა და შესაბამისად საქართველოდან ხუთი სტიპენდიანტი გაემგზავრება, მათ გადაწყვიტეს გააგძელონ საქართველოში ჩივნინგის პროგრამის მხარდაჭერა მომდევნო სასწავლო წელსაც. ასევე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩივნინგის სქემა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გადაწყვიტა გაასამმაგოს სტიპენდიებზე გამოყოფილი თანხები მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, რაც იმას ნიშნავს რომ მომდევნო წელს სტიპენდიებისთვის გამოყოფილი ადგილებისრაოდენობის გაზრდას კიდევ უნდა ველოდოთ. ეს ნათელი დასტურია იმისა თუ რაოდენ წარმატებულია ეს სქემა და რა მაღალი დონის კანდიდატები მიემგზავრებიან საქართველოდან დიდ ბრიტანეთში. წარმატება მინდა ვუსურვო წლევანდელ ქართველ სტუდენტებს“.

„მოხარული ვარ, რომ გრძელდება საქართველოს ბანკისა და ჩივნინგის პარტნიორობა, რომლის მიზანია კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს საუკეთესო განათლება. მე მჯერა, რომ განათლება მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის არსებობის საწინდარია. ამიტომაც, საქართველოს ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას სხვადასხვა გზით, მათ შორის ბანკის მიერ დაარსებული საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მეშვეობითაც,“ განაცხადა ირაკლი გილაურმა, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

2015-2016 სასწავლო წლის აპლიკაციების მიღება დაიწყო 1 აგვისტოს. განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 15 ნოემბერი 2014. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: www.istudy.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები