1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რამდენიმე ჭკვიანური ხერხი,თუ როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს მიწებებული კევი

თანამედროვე სარეცხი საშუალებები წარმატებით უმკლავდებიან ლაქებს, მაგრამ არსებობს დაბინძურების ისეთი სახეები, რომლებსაც ყველაზე ძვირად ღირებული ფხვნილებიც კი ვერაფერს აკლებს. ასეთია ტანსაცმელზე მიკრული კევი - დედების ყველაზე საძულველი ლაქა, რომელსაც ხშირად უიმედოდ მივიჩნევთ. არადა, არსებობს მისი მოცილების რამდენიმე საშუალება.

ერთადერთი გზა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ კევი ქსოვილს ბოლომდე მოსცილდება და თან დაუზიანებელი დარჩება, ქიმწმენდაა. თუ ქიმწმენდაში ფულის გადახდა არ გიღირთ ან უბრალოდ, იქამდე მისვლა გეზარებათ, ეს მეთოდი სცადეთ.

გაყინვა

კევიანი სამოსი პოლიეთილენის პარკში ისე მოათავსეთ, რომ ლაქა ზემოდან მოექცეს და საყინულეში შედეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პარკი კევს არ ეხებოდეს. დატოვეთ საყინულეში რამდენიმე საათით. ამ დროის განმავლობაში კევი გამაგრდება. გამოიღეთ და სანამ კვლავ დარბილდება, სქელი ფენა ქსოვილს დანის ან მაკრატლის წვერით მოაცილეთ, თხელი კი - ჯაგრისით. 

გაცხელება
ჩაუშვით მდუღარე წყალში ქსოვილის ის ადგილი, სადაც კევია მიკრული. ცოტა ხნით გააჩერეთ და ამოღებისთანავე სცადეთ კევის დანის წვერით მოცილება. თუ ბოლომდე არ მოსცილდა, პროცედურა გაიმეორეთ.
უთოს გამოყენებაც შეიძლება. დალაქავებულ ადგილს დააფარეთ ქაღალდის ფურცელი და ცხელი უთო გაუსვით. კევი ქაღალდს მიეკრობა.
ან გააცხელეთ ძმარი, დაასველეთ შიგნით კბილის ჯაგრისი და ლაქას "შეუტიეთ". ძმარი კარგად უნდა იყოს გაცხელებული. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. ძმრის სუნი რეცხვისას გაქრება. 

თუ ძალიან ფაქიზი ქსოვილი არაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გამხსნელი - სპირტი, ბენზინი, უნივერსალური გამხსნელი. დაასხით ლაქას სითხე და 5 წუთის შემდეგ დაიწყეთ მისი ამოწმენდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები