1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თქვენი შეხედულებები ზოგიერთ საკითხებზე ძალზედ უცნაურია, კარგად დაფიქრდით ვიდრე პოლემიკაში ჩაებმებით. შეეცადეთ დღეს არ ჩაერიოთ კამათში და არც თვითონ წამოიწყოთ იგი. თუ დაოჯახებული ბრძანდებით, სწორედ დღეს შესძლებთ პარტნიორთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების გარკვევას ან უფრო გამყარებას. კარგი დღეა ხელოვნების სფეროში მოღვაწე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის 

კურო 
დღეს შესაძლებელია ახალ სასიყვარულო, რომანტიულ ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი. შესაძლოა ახალი, გავლენიანი მეგობრებიც კი შეიძინოთ. დაფიქრდით გარშემომყოფები რატომ არ ეთანხმებიან თქვენს მოსაზრებებს, იქნებ თქვენ ყველაფერში მართალი არ ხართ. 

ტყუპი 
სასურველია დაისვენოთ, წახვიდეთ შვებულებაში ან გარემო შეიცვალოთ. არასასურველი დღეა პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად, რადგან მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია მცდარი აღმოჩნდეს. 

კირჩხიბი 
დღეს თქვენს ხელთაა ცვლილებების განხორციელება, სიტუაციის თქვენს სასიკეთოდ შემოტრიალება. არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

ლომი
ცხოვრების ისეთი ჩქარი ტემპი, როგორიც არჩეული გაქვთ, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის, რაც ნეგატიურად აისახება კარიერაზეც. მთავარია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები.. 

ქალწული
წინ ცვლილების პერიოდია. ეცადეთ, სიახლე შეიტანოთ სახლის ინტერიერში, საკუთარ იმიჯში. მაქსიმალურად ერიდეთ კონფლიქტებს. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაანებივრეთ. 

სასწორი 
თქვენი აქტიურობა დღეს, პიკს მიაღწევს. წარმატება გელით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჰარმონიულად შეათავსეთ სამსახური და ოჯახი, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

მორიელი 
მეგობრებთან ერთად საქმიანი საუბრები გელით. ამიტომ გირჩევთ, ნუ დაჯდებით სახლში და ნუ მოერიდებით საზოგადოებას. დღეს ყველაზე რთული და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდანაც ადვილად იპოვით გამოსავალს, თქვენს ნაამბობს, ზღაპარსაც კი დაიჯერებენ. მაგრამ ისეთ რამესაც ნუ მოჰყვებით, რომ შემდგომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ

მშვილდოსანი 
დღეს უარს ნუ იტყვით მოგზაურობაზე. თამამად გაუზიარეთ თქვენი ახალი იდეები მეგობრებს და ხელმძღვანელებს. ეს თქვენ წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა სამსახურში დაგაწინაურონ კიდეც. შესაძლოა, შორიდან მიღებულმა ინფორმაციამ ძალიან კარგ ხასიათზე დაგაყენოთ. ნათესავებისა და ახლობლების შესახებ სასიხარულო ამბებს გაიგებთ. დაურეკეთ და მიულოცეთ მათ წარმატება.

თხის რქა
დღეს შესაძლებელია მოგიწიოთ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა, შეეცადეთ ამისთვის იყოთ მზად. სიძნელეები ნუ დაგაფრთხობთ, იყავით უფრო გამბედავები. საქმიანობაში შეეცადეთ მეტი სიახლე შეიტანოთ. სხვისი იმედი ნუ გექნებათ.

მერწყული 
დღეს შესაძლებელია მოგიწიოთ ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა, შეეცადეთ ამისთვის იყოთ მზად. სიძნელეები ნუ დაგაფრთხობთ, იყავით უფრო გამბედავები. საქმიანობაში შეეცადეთ მეტი სიახლე შეიტანოთ. სხვისი იმედი ნუ გექნებათ. 

თევზები
დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში, დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად და ხანგრძლივი დროით დაძაბოს.. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები