2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან ამოიღე...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ...
|
ჩვენ ვცხოვრობთ ჩაკეტილ, აგრესიულ, ჰომოფობიურ და ანტისექსუალურად განწყობილ საზოგადოებაში. ზემოჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია – ცალკეული ჯგუფების სოციალური აქტივიზმით ან სოციოკულტურული ევოლუციის დინჯი ტემპებით ალბათ ოდესმე რამე გვეშველება.
მანამ კი, მომავლის იმედად მყოფმა, შეიძლება ყურადღება არ მიაქციო იმას, რომ საზოგადოება უღირსად გთვლის, რადგან არაქალიშვილი/შავკანიანი/ჰომოსექსუალი/ათეისტი/უცხოელი ხარ, და შენს შესაფერის მიკროსოციუმში ჩაიკეტო. მაგრამ კონფორმიზმი სრულიად შეუძლებელი ხდება მაშინ, როცა ის საზოგადოება, რომელიც გამუდმებით შენი დისკრიმინაციითა და ჩაგვრით არის დაკავებული, ცდილობს შეგიზღუდოს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი – იუმორი.
გქონიათ სურვილი რაიმე “აკრძალულზე” საჯაროდ გეხუმრათ, მაგრამ ქართველობის/წინაპრების ძვლების/ეკლესიის/სასულიერო პირების დედის გინებით დამცველი ვაჟკაცების კომენტარების გამო შეგიკავებიათ თავი?
ადამიანმა უნდა იხუმროს ყველაფერზე, რაც მისი აზრით სასაცილოა. იუმორის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური ასპექტია. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვიხუმროთ იმაზე, რაზეც გვინდა, ე.ი არ გვაქვს ხუმრობის უფლება საერთოდ, რადგან იუმორი შეზღუდვებს პრინციპულად ვერ იტანს!
ადამიანი ხუმარა ცხოველია, ის ხუმრობს საკუთარ თავზე, ხუმრობს პოლიტიკოსებზე, ექიმებზე, სოციალურ ვითარებაზე, ტრადიციებზე, მეცნიერებაზე, წიგნებზე, ფილმებზე. არ არსებობს კულტურის, საზოგადოების ან ბუნების ის ასპექტი, რომელზეც ადამიანს წარსულში არ უხუმრია და არ იხუმრებს მომავალში. იუმორი აგრესიული გარემოს არააგრესიულად დანახვის ერთადერთი საშუალებაა, ის კი ვინც მისი შეზღუდვის იდეას ემხრობა, უკიდურესი ფაშისტია.
ანტი-იუმორისტი მორალისტების ბევრი კატეგორია შეგვიძლია გამოვყოთ, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ინდივიდები არიან ის ადამიანები, რომლებიც შენგან რწმენის პატივისცემას ითხოვენ და მზად არიან რელიგიაზე ხუმრობის გამო ყელი გამოგჭრან.
რწმენა ადამიანის აბსოლუტურად სუბიექტური ექსისტენციაა. მე ვცემ პატივს ადამიანს; მის უფლებას, სწამდეს მტკიცებულებებს მოკლებული იდეების, მაგრამ მე არ ვარ ვალდებული ვაღიარო მოსაზრებები და მტკიცებები, რომლებიც, ჩემი აზრით, ფუნდამენტურად მცდარი და ამავდროულად საზოგადოებისთვის მავნეა; არავის აქვს უფლება მომთხოვოს, რომ ვიყო დელიკატური იდეების მიმართ. რწმენა ადამიანი არ არის – მას გრძნობები არ აქვს, შეურაცხყოფა რომ მივაყენო და არც უფლებები აქვს, რომლებიც შეიძლება დავარღვიო. გაუგებარია მორწმუნის პოზიცია, რომელიც ცდილობს რწმენა შეურაცხყოფით დაიცვას. კარგი, დავუშვათ, გწამს სრულყოფილი, ყოვლისშემძლე არსების, რომელმაც შექმნა სამყარო და აქვს მისი ყოველი ასპექტით მანიპულირების უნარი. შენი აზრით, ამ არსებას სჭირდება მკრეხელებისგან დაცვა? თუკი იგი სრულყოფილი არ არის, ე.ი ღმერთიც არ არის. და თუ სრულყოფილია – მაშინ შენი აგრესია თავისთავად მოკლებულია საფუძველს. მორწმუნე, რომელიც ღმერთს ცოდვისგან იცავს, ცდება როგორც ლოგიკის, ასევე რელიგიის თვალსაზრისით.
რელიგიური ტაბუ მარტო ღმერთზე არ ვრცელდება; ასევე არ შეიძლება ხუმრობა მღვდლებზე, ეკლესიაზე, ზოგიერთ ტრადიციაზე, გარდაცვლილ ადამიანზე, წმინდანის „უხრწნელ“ ნეშტზე და ა.შ, ყველაფერზე, რასაც საზოგადოებამ მაგიურის სტატუსი მიანიჭა.
ქართველს შენი ხუმრობებით, ხან „ქართველობას“ ართმევ, ხან „რწმენას“, ხან „სიწმინდეებს“. ის ფაქტი, რომ ინდივიდის ცნობიერში რომელიმე ზემოთხსენებულის წართმევის შესაძლებლობის იდეა არსებობს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი რწმენა სუსტი, ეფემერული და მკვდარი რწმენაა. ისინი თვითონაც არ არიან დარწმუნებულები იმის ჭეშმარიტებაში, რის გამოც შეიძლება დაუფიქრებლად მოგაყენონ შეურაცხყოფა.
ფუნდამენტალიზმი საკუთარი თავის და კულტურის არაობიექტური აღქმის – განდიდების შედეგია, იუმორი კი ფუნდამენტალიზმისგან ხსნის ყველაზე კარგი მეთოდი.
ავტორი: ზაზა დობორჯგინიძე
17maisi.org
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები