1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

როგორ ვუმკურნალოთ თმის გაყოფილ ბოლოებს ?

თმის ბოლოები უფრო ხშირად იყოფა თუ თმა გრძელია. თმის ბოლოების გაყოფის მიზეზებია: ქრონიკული ინფექციები; ანემიები; პარაზიტული დაავადებები; არაბალანსირებული კვება; A, C, E, B ვიტამინების დეფიციტი; ულტრაიისფერი გამოსხივება; ქლორიანი წყალი; ქიმიური დახვევა; ხშირი ღებვა ამიაკის შემცველი საღებავებით; ფენის არასწორი მოხმარება; უხარისხო სავარცხელი და სხვ. 
არსებობს ე.წ. თმის წებო, რომელიც დაბანილი მშრალი თმების ბოლოებზე ისმევა, აწებებს ორად გაყოფილ ბოლოებს და შემდეგ აწარმოებს აღდგენით პროცესს. ეფექტის მიღწევის დრო დამოკიდებულია თმების სტრუქტურაზე, მკურნალობის კურსი დაახლოებით 1-2-3 კვირას შეადგენს. პროცედურა ტარდება კვირაში 3-ჯერ. თუ ამ წებოს შეძენას ვერ შეძლებთ, მაშინ საჭიროა თმების გაყოფილი ბოლოების შეჭრა ანუ წვერის გახსნა. 
გარდა ამისა, თმების ხარისხის თუ ზრდის გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, შეიზილოთ თმებში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანოთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმებს. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას. გირჩევთ, შეარჩიოთ რბილი სავარცხელი, გაიკეთოთ სისხლის ანალიზი ანემიის გამოსარიცხად, მიმართოთ სტილისტს დაზიანებული ბოლოების მოსაჭრელად, პერიოდულად გაიკეთოთ მაიონეზის ნიღაბი, იკვებეთ სრულფასოვნად. 
თუ თმა ხუნდება: 
*თავის კანში შეიზილეთ 2-3 სუფრის კოვზი ხახვის ახალგამოწურული წვენი, თავზე დაიხურეთ და 2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. 
*აიღეთ 1 კვერცხი და 6 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე 15 წუთით და გულდასმით ჩამოიბანეთ. 

*ათქვიფეთ ბლენდერში 150 გ ყაბაყი, გამოწურეთ, დაუმატეთ წვენს 0,5 ჭიქა რძე და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით თმაზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები