1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

1-ელი სექტემბრიდან არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება


პირველი სექტემბრიდან არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში გასული წლის ზაფხულში შევიდა და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. 
მისივე თქმით, 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი ჯგუფის პრეპარატის გაცემა იკრძალება. მედიკამენტები ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შეიძინოს.
"ძალიან ხშირად ახალგაზრდები არამიზნობრივად იყენებენ პრეპარატებს. ზოგჯერ ხდება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლის დოზირებით მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს. ზედოზირება კი იწვევს ნარკოტიკულ თრობას", - განმარტა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ფარმაცევტი ეჭვს შეიტანს, რომ შესაძლოა პირი არასრულწლოვანი იყოს, მას აქვს უფლება პირადობის მოწმობა მოითხოვოს. რეგულაცის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი საჯარიმო სანქცია 500 ლარის ოდენობით, კანონდამრღვევს დაეკისრება. 
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, აქამდე არასრულწლოვნებზე იკრძალებოდა ალკოჰოლის, ლუდისა და თამბაქოს გაცემა. 
მისივე შეფასებით, მედიკამენტების გაცემასთან დაკავშირებული აკრძალვა საჭიროა და უადგილო არ არის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები