1 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასწრაფოდ:თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია დედაქალაქის მერის მიღების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს. მერიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "დღეს თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მიღება დაიწყო. 14:00-დან 18:00 საათის ჩათვლით, თბილისის მერი, ვიცე-მერი, მერის მოადგილეები, ყველა საქალაქო სამსახურის უფროსი და გამგებლები მოქალაქეებს ხვდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მოქალაქეთა მიღების პირველი დღე და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი თანაქალაქელებისთვის, პრაქტიკულად დახურული იყო მერიის კარი, უპრეცედენტოდ მაღალია შეხვედრის მსურველთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს წინასწარ ჰქონდათ განმარტებული მიღების წესები, გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რა წესით შეუძლიათ მათ შესაბამის სამსახურის უფროსთან, მერის მოადგილესთან თუ მერთან შეხვედრა. იმისათვის, რომ მოქალაქე მოხვდეს მიღებაზე, ის იღებს რიგის ნომერს და ამ ნომრის შესაბამისად ხვდება საქალაქო სამსახურის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სამსახურის კომპეტენციას სცილდება ამა თუ იმ მოქალაქის საკითხის გადაწყვეტა, მას აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს მერის მოადგილეს ან მერს. გარდა ამისა, მერის სახელზე შემოსული წერილების განხილვის შემდეგ შედგა შეხვედრის მსურველთა ვრცელი სია და მერთან შეხვედრა მიმდინარეობს ამ სიის შესაბამისად. ჩვენ გვესმის, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს სურს უშუალოდ მერთან შეხვედრა და ფიქრობს, რომ მის პრობლემას სხვა ვერ მოაგვარებს. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა საქალაქო სამსახური და მერის მოადგილეები მოწოდებულნი არიან, რომ შეხვდნენ და გადაწყვიტონ საკუთარი თანაქალაქელების პრობლემები. ამიტომ მივმართავთ თბილისის მერიაში მოსულ ადამიანებს, იმოქმედონ დადგენილი წესების შესაბამისად, ნუ შექმნიან ქაოსს და დარწმუნებული იყთბილისის მერია დედაქალაქის მერის მიღების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს. მერიის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "დღეს თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მიღება დაიწყო. 14:00-დან 18:00 საათის ჩათვლით, თბილისის მერი, ვიცე-მერი, მერის მოადგილეები, ყველა საქალაქო სამსახურის უფროსი და გამგებლები მოქალაქეებს ხვდებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მოქალაქეთა მიღების პირველი დღე და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი თანაქალაქელებისთვის, პრაქტიკულად დახურული იყო მერიის კარი, უპრეცედენტოდ მაღალია შეხვედრის მსურველთა რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს წინასწარ ჰქონდათ განმარტებული მიღების წესები, გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რა წესით შეუძლიათ მათ შესაბამის სამსახურის უფროსთან, მერის მოადგილესთან თუ მერთან შეხვედრა. იმისათვის, რომ მოქალაქე მოხვდეს მიღებაზე, ის იღებს რიგის ნომერს და ამ ნომრის შესაბამისად ხვდება საქალაქო სამსახურის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სამსახურის კომპეტენციას სცილდება ამა თუ იმ მოქალაქის საკითხის გადაწყვეტა, მას აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს მერის მოადგილეს ან მერს. გარდა ამისა, მერის სახელზე შემოსული წერილების განხილვის შემდეგ შედგა შეხვედრის მსურველთა ვრცელი სია და მერთან შეხვედრა მიმდინარეობს ამ სიის შესაბამისად. ჩვენ გვესმის, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს სურს უშუალოდ მერთან შეხვედრა და ფიქრობს, რომ მის პრობლემას სხვა ვერ მოაგვარებს. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ყველა საქალაქო სამსახური და მერის მოადგილეები მოწოდებულნი არიან, რომ შეხვდნენ და გადაწყვიტონ საკუთარი თანაქალაქელების პრობლემები. ამიტომ მივმართავთ თბილისის მერიაში მოსულ ადამიანებს, იმოქმედონ დადგენილი წესების შესაბამისად, ნუ შექმნიან ქაოსს და დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ საკითხს მერი, მისი მოადგილეები და სალაქო სამსახურის უფროსები ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან. ამასთან, მერიის თანამშრომელთა და მოქალაქეთა მოწესრიგებული მოქმედება დაგვეხმარება, რომ მიღების საათებში შევხდეთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და დავეხმაროთ პრობლემების გადაწყვეტაში. აქვე, განვმარტავთ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ შეძლებენ მიღებაზე შესვლას, მიღების მომდევნო დღეებისთვის აუცილებლად დარეგისტრირდნენ მოქმედი წესის შესაბამისად", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.ვნენ, რომ მათ საკითხს მერი, მისი მოადგილეები და სალაქო სამსახურის უფროსები ერთნაირი ყურადღებით მოეკიდებიან. ამასთან, მერიის თანამშრომელთა და მოქალაქეთა მოწესრიგებული მოქმედება დაგვეხმარება, რომ მიღების საათებში შევხდეთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და დავეხმაროთ პრობლემების გადაწყვეტაში. აქვე, განვმარტავთ, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ შეძლებენ მიღებაზე შესვლას, მიღების მომდევნო დღეებისთვის აუცილებლად დარეგისტრირდნენ მოქმედი წესის შესაბამისად", - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები