1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომპეტროლის ქსელში ბენზინი 3 თეთრით გაიაფდება

კომპანია „რომპეტროლმა“ ბენზინის ტიპის საწვავის გაიაფების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ბენზინის ყველა ტიპის საწვავი 9 აგვისტოდან რომპეტროლის ქსელში 3 თეთრით ნაკლები ეღირება. საწვავის გაიაფების გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლებას და ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ სწრაფვას უკავშრდება. „სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით ხვალიდან Efix S - 2,35 ნაცვლად 2,32 ლარი, Efix Euro Premium - 2,24-ის ნაცვლად 2,21 ლარი, ხოლო Euro Regular - 2,14 ლარის ნაცვლად 2,11 ლარი ეღირება. ზაფხულის პერიოდში ჩვენს მომხმარებლებს საკმაოდ დიდ მანძილებზე გადაადგილება უწევთ და შესაბამისად, ეს მათი ფინანსური ხარჯების ზრდასაც იწვევს. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს მომხმარებლებს ბენზინი უფრო ოპტიმალურ ფასად შევთავაზოთ,“ აცხადებს რომპეტროლის გენერალური დირექტორი სერიკ სალიკოვი. რომპეტროლ საქართველო წარმოადგენს KazMunayGas International NV, ყოფილი რომპეტროლ ჯგუფის წევრს. კომპანიამ სახელი შეიცვალა 2014 წლის დასაწყისში, კომპანია KazMunayGas (KMG)-თან საქმიანობისა და ოპერაციების ინტეგრაციის შედეგად, რომელიც წარმოადგენს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ ოპერატორსა და ჯგუფის ერთად ერთ აქციონერს. აერთიანებს რა 7000 თანამშრომელს 12 ქვეყანაში, KazMunayGas International NV. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დამკვიდრებულ ნავთობკომპანიას რუმინეთში და მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი და ხმელთაშუა ზღვების ავზებში. კომპანია ძირითადად აქტიურია გადამუშავებაში, დისტრიბუციასა და ვაჭრობაში. კომპანიის დამატებით ოპერაციებში შედის მოპოვება და წარმოება და სხვა სამრეწველო მომსახურება როგორიცაა ბურღვა, EPCM და ტრანსპორტირება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები