1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გლდანში მამამ შვილი ჩაქუჩით მოკლა

უბედური შემთხვევა გლდანის მე-5 მიკრორაიონში მოხდა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მისვლისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შელაპარაკებაც სწორედ სიმთვრალის გამო მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა. 75 წლის შოთამ ხ-მ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა შვილს, 33 წლის გიორგი ხ-ს ადგილზე გარდაიცვალა. შვილის მკვლელობის შემდეგ მამამ საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახა და დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები