1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოდუა: პატარკაციშვილის სურვილი იყო უნდა მომკვდარიყო ოთხი ადამიანი , მათ შორის გოგა ხაინდრავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას განცხადებით, მას ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაუკვეთა. აღნიშნულის შესახებ კოდუამ "კურიერთან" ინტერვიუში ისაუბრა. კოდუას თქმით პატარკაციშვილის სურვილი იყო, მომკვდარიყო მისი გუნდის ოთხი წევრი, რაც ხელისუფლებას დაბრალდებოდა. "ეს იყო გოგა ხაინდრავა და დანარჩენ სამ ადამიანზე სიას მომაწვდიდა. ის იცილებდა მისი გუნდის ისეთ წევრებს, რომ საზაგადოება 100%-ით ყოფილი დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა", - განაცხადა სოდ-ის ყოფილმა უფროსმა. კოდუამ ლონდონის შეხვედრის სხვა დეტალებიც გაიხსენა. "რომ ჩავედით, მივედით სასტუმროში, სადაც მოხდა ფეხსაცმლის ქუსლში აპარატის დამონტაჟება. დაგვხვდა სამი ადამიანი. შეგვამოწმეს. პატარკაციშვილთან საუბარი იყო ორ საათზე მეტი. ილაპარაკა პუტინზე, რომ იცნობდა 20 წლის წინ, როცა სპეცსამსახურებში მუშაობდა, როგორ უხდიდა ფულს, აჭმევდა, როგორი დაუნახავია, როგორი წვლილი შეიტანა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და როგორ დაუწყო აქეთ ბრძოლა", - აღნიშნა კოდუამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები