1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაზეც თქვენი მომავალი და პირადი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას; მშვიდად დააკვირდით მოვლენებს და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. კურო თუ მშვიდად, მძაფრი ემოციების გამოვლენის გარეშე და დიპლომატიურად იმოქმედებთ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმოქმნილ პრობლემებს ადვილად გაართმევთ თავს. ტყუპი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოგმართავთ რჩევისა და დახმარებისთვის, რის გამოც საკუთარი საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. საღამო უფრო მშვიდ გარემოში ჩაივლის. კირჩხიბი შეიძლება ძველმა პრობლემებმა იჩინოს თავი ან დაწყებული საქმეების შესრულება მოგთხოვონ, ან გამოჩნდება ადამიანი წარსულიდან, რომელიც ზედმეტ სანერვიულოს გაგიჩენთ. ლომი მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ ფულის დაბანდებას; ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ქალწული ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში შეხვდით მეგობრებს; იკონტაქტეთ გარშემო მყოფებთან. დღეს მოულოდნელად საჩუქარს მიიღებთ ან პრემიას. ზოგიერთებს და დაწინაურება ელით. სასწორი დაუგეგმავი საყიდლების, საჩუქრების ყიდვა მოგიწევთ. ფულის ფლანგვა კი გელით, მაგრამ ახალი ნივთები თქვენ გაგახარებთ, საჩუქრები - თქვენს ახლობლებს. მორიელი ფორტუნა სიურპრიზს გიმზადებათ, - ეს შეიძლება ფულადი ჯილდო იყოს ან სასიამოვნო ადამიანის მიერ მორთმეული სუვენირი. ეს უკანასკნელი კი თქვენი მუდმივი მფარველი და დამცველი გახდება. მშვილდოსანი დღეს დასვენება და მუშაობა უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს; - გააკეთებთ საქმეს დაისვენეთ, გაისეირნეთ. დასვენებული კი ახალი საქმეების შესრულებას შეუდექით. თხის რქა მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე; ნუ ჩაერთვებით დისკუსიებსა და კამათში. საღამო ოჯახურ გარემოში, ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მერწყული კარგი დღეა პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად. მშვიდად და უემოციოდ ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს, გაარჩიეთ არსებული პრობლემები და დასახეთ სამომავლო გეგმები. თევზები მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას, ახლობლებთან ურთიერთობის გარჩევას. კარგი დღეა განმარტოებისა და დასვენებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები