1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, რის გამოც მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ. არ მოგერიდოთ და მიმართეთ მათ და პრობლემა რამოდენიმე წუთში გადაწყდება. კურო ამ დღეს სიყვარულში გაგიმართლებთ, ამიტომაც სასიამოვნო განწყობილება გექნებათ. მოიწყვეთ შოპინგი და სასწრაფოდ შეიძინეთ ახალი ტანისამოსი, რომელშიც უფრო მიმზედველი გამოჩნდებით. ტყუპები მოგიწევთ დღეს სიზარმაცესთან ბრძოლა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ. რამოდენიმე არასასიამოვნო პროცედურას ვერ აარიდებთ თავს. გაიცნობთ ახალ ადამიან, რომელიც დიდი შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. კირჩხიბი დღეს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა გადადეთ, რადგან არაფერ კარგს არ მოგიტანთ და შეიძლება კამათი მოგიწიოთ.საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გააკონტროლეთ წამლის დოზა. ლომი ეს დღე გამორჩეული იქნება თქვენთვის. გელოდებათ შეხვედრა ადამიანთან, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით. საქმიან წინადადებაზე იფიქრეთ. შეიძლება არასახარბიელო და არასასურველ სიტუაციაში მოხვდეთ. ერთ-ერთი ახლობელი განაწყენდება თქვენზე და შეგიცვლით განწყობას. ქალწული მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ ურთიერთობების მოწესრიგება მშობლებთან ან უფროსებთან. შესაძლოა, მიიღოთ ძალიან სოლიდური შემოსავალი, რომლის დახარჯვასაც მაშინვე არ გირჩევთ. სასწორი ეს დღე კონფლიქტური სიტუაციებით იწყება. კარიერაში სერიოზული პერსპექტივები გელით. საქმიან შეხვედრებს თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულებთ. პირად ცხოვრებაში იდილიური სიტუაცია შენარჩუნდება. მორიელი იყავით მიზანმიმართული და გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა. ამ დღეს სირთულეებს ადვილად გადალახავთ. გახსოვდეთ ორი რამ–იყავით ყურადღებიანი და ხელმძღვანელობასთან წინააღმდეგობაში არ მოხვიდეთ. დროდადრო დასვენებაზეც იფიქრეთ. მშვილდოსანი ცხოვრება გარკვეულ სიტუაციაში მოგახვედრებთ, რომელიც წარმატებებს გპირდებათ, მაგრამ თავბრუ არ დაგეხვეთ მიყევით დინჯათ და დაფიქრებით. თხისრქა საინტერესო ცვლილებები გელით. ახალი საქმეების წამოწყება დღეს მიზანშეწონილია. ეცადეთ ემოციურმა და ფიზიკურმა დაღლილობამ სიზარმაცისკენ არ გიბიძგოთ. მერწყული საუკეთესო დღეა დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. დღეს მოზღვავებული ენერგიის წყალობით დაღლილობას ვერ იგრძნობთ. ნუ იზარმაცებთ. იმოქმედეთ აქტიურად, რადგანაც წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია. თევზები ფუჭი დაპირებების მიცემა არ ღირს. მავანი ’’კეთილისმსურველები’’ ჩასაფრებული იქნებიან, რათა სიტყვის შეუსრულებლობის შემთხვევაში ეს მთელ ქვეყანას მოსდონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები