1 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება ისევ შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის, საბურთალოს, ისნის, ვაკის, დიდუბის, სამგორის, ნაძალადევის, ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს. "თელასის" განმარტებით 28 ივლისს, გლდანის რაიონში, ქვესადგურში "ცენტროლიტი" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გაგრის, ლიბანის, შუშის, ბარალეთის, ანდრონიკაშვილისა და კუიბიშევის ქუჩების 1243 აბონენტს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის 278 აბონენტს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის 315 აბონენტს. საბურთალოს რაიონში, ქვესადგურში "საბურთალო 1" გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, მიცკევიჩის, კუტუზოვის, ფანასკერტელ-ციციშვილის, იყალთოს, ბახტრიონისა და ლიხაურის ქუჩების 3489 აბონენტს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იოსებიძისა და შარტავას ქუჩების 408 აბონენტს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმისა და მიმდებარე ქუჩების 684 აბონენტს. ისნის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, იორის, ალაზნის, დუშეთის, გელათის, ცუცქირიძის, ხიდისთავისა და მიმდებარე ქუჩების 415 აბონენტს. ვაკის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სვანიძის, შანიძის, ჯანაშიასა და მიმდებარე ქუჩების 386 აბონენტს. დიდუბის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის 626 აბონენტს. სამგორის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილისა და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) 423 აბონენტს. ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ედისის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანისა და მიმდებარე ქუჩების 570 აბონენტს. ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დოდო აბაშიძის, ჩხეიძის, მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების 263 აბონენტს. მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩების 37 აბონენტს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "თელასის" ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები