1 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კარტოფილის გამწვანებული ნაწილები მომწამვლელია!

კარტოფილი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას. პოლისაქარიდები აქ უმთავრესად წარმოდგენილია სახამებლით, პექტინებით, უჯრედისით, მონო და ოლიგოსაქარიდებით - ფრუქტოზით, გლუკოზით, საქაროზით. მინერალური მარილებიდან კარტოფილში ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები. მიკრო და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი. კარტოფილის ქიმიური შედგენილობა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გაიშიფრა, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ადამიანმა გაცილებით ადრე შეამჩნია. დღეისათვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონისას, ვაშლისას და სხვა), ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით. გასათვალისწინებელია, რომ კარტოფილის ქერქი და მწვანე ნაწილები შეიცავს ტოქსიკურ სტეროიდს - ალკალოიდ სოლანინს, ამიტომ სასურველია, ბოსტნეული ბნელ ადგილას შეინახოთ. თუ მაინც სინათლეზე დაგრჩათ და გაგიმწვანდათ, აუცილებლად ჩამოაჭერით გამწვანებული ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ შეჭამოთ! სოლანინი სოლანინი ალკალოიდის ერთ-ერთი სახეობაა. ის განსაკუთრებით უხვად გროვდება გამწვანებულ ან ძველ კარტოფილში. ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას ამ ნივთიერებას შეუძლია მოწამვლის სიმპტომები - ქოშინი, გულისრევა, ფაღარათი გამოიწვიოს. სოლანინი ყველაზე მეტია მწვანე კარტოფილში. ის მაშინ გროვდება, როცა კარტოფილი სიბნელის ნაცვლად სინათლეზე დევს, თუმცა ჩვეულებრივ პირობებშიც შეიძლება პროდუქტში ალკალოიდის რაოდენობამ თანდათან მოიმატოს. ამის შედეგად ალკალოიდის შემცველობა მაქსიმუმს აღწევს გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში, ამიტომ წლის ამ პერიოდში კარტოფილის გონივრული მოხმარებაა საჭირო. არ გირჩევთ, ეს ბოსტნეული ყოველი კვების დროს მიირთვათ. ჩვეული გარნირი შეცვალეთ ბრინჯით, მაკარონით, მოშუშული ბოსტნეულით, ხოლო წვნიანში კარტოფილის ნაცვლად ბურღული ან პარკოსნები ჩაამატეთ. როგორ დავიცვათ თავი? ძირითადი მეთოდი კარტოფილის სწორი შენახვაა. ასე თავიდან ავიცილებთ მის გამწვანებას. თუმცა შეიძლება საკვებად გამოვიყენოთ მწვანე ბოლქვებიც, თუ მწვანე ნაწილს კარგად მოვაჭრით. ალკალოიდის ნაწილი კი ხარშვისას იკარგება. ამრიგად, დაზიანებული ნაწილის მოცილებითა და ნახარშის გადაღვრით საფრთხეს თავიდან ავიცილებთ. კარტოფილს სასარგებლოს გარდა სამკურნალო თვისებებიც გააჩნია და წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. მომზადებულია მკურნალი.გეს მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები