1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„3 ვაშლი დღეში“ – დაიკელით შეზღუდვების გარეშე და მიიღეთ ყველაზე ეფექტური შედეგი

დიეტა „3 ვაშლი დღეში“ შემუშვებულია ერთ-ერთი ცნობილი დიეტოლოგის, ტამი ფლინის მიერ, რომელმაც შეამჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე ვაშლს მიირთმევენ, საკმაოდ ეფექტურად იკლებენ წონაში. ფლინმა მიგნებასთან დაკავშირებით თვის კლიენტებზე დაკვირვება ჩაატარა და შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა. კვლევაში მონაწილეები 3 თვეში 8 კილოგრამს იკლებდნენ, ისე, რომ მათ სხვა არანაირი შეზღუდვა ჰქონდათ დაწესებული, გარდა ყოველი ჭამის წინ თითო ვაშლის მიღებისა. ამ დიეტის არსი იმაშია, რომ ვაშლში შემავალი ბოჭკო ადვილად ანაყრებს, მისი სიტკბო კი საჭმლისადმი ძლიერ სურვილებს აქრობს. დიეტოლოგი ამ დიეტის დაცვისას გვირჩევს, რომ დღეში 4-5 ჯერადი კვებით ვიკვებოთ, მხოლოდ პატარა ულუფებით. კვების რაციონი კი უმჯობესია მდიდარი იყოს ჯანსაღი საკვებით, რომელიც ღარიბი იქნება ცხიმებით, მაგრამ მდიდარი პროტეინებით. გარდა იმისა, რომ დღეში მინიმუმ 3 ცალი ვაშლის ჭამაა აუცილებელი, ფლინი ამბობს, რომ უნდა მიირთვათ 5-6 პორცია ხილი და ბოსტნეული დღეში, რაც ორგანიზმში ზედმეტი კალორიების დაგროვებას შეუშლის ხელს. რეკომენდებული საკვები: ვაშლი, დაბალცხიმიანი ყველი, დაბალცხიმიანი იოგურტი, კვერცხი, ქათმის მკერდი ან ინდაურის ხორცი, ორაგული, შვრია, ყავისფერი ბრინჯი, ბროკოლი, სალათის ფურცლები. დიეტის მაგალითი: საუზმე: ვაშლი, ომლეტი ყველით, 1 ჭიქა წინა ღამით დაყენებული შვრია. დილის სასუსნავი: 1/2 ჭიქა უცხიმო იოგურტი, ამდენივე დაბალციხმიანი ყველი. ლანჩი: ვაშლი, გრილზე შემწვარი ქათმის მკერდი, ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1/2 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი. შუადღის სასუსნავი: ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული. სადილი: ვაშლი, გრილზე შემწვარი ორაგული, მწვანე სალათი დიეტის დადებითი თვისებები: ვაშლი ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის შემცველობას, მასში არსებული ფლავონიდები ებრძვის გულის დაავადებებს. დიეტა ადვილი დასაცავია და არ საჭიროებს გამუდემბით კალორიების თვლას. lollipop.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები