1 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთელი სხეულით ორგაზმი

გავრცობილი/გაფართოებული ორგაზმი, იგივე ორგაზმი მთელი სხეულით წარმოადგენს სექსუალურ განცდას, რომელსაც აღწერენ, როგორც ორგაზმის მსგავს მოვლენას, არა მარტო სასქესო ორგანოებიში, არამედ მთელი სხეულისთვის. ორგაზმი მთელი სხეულით შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წუთიდან საათების განმავლობაში. ტერმინი შემოიღო დოქტორ პატრიცია ტეილორმა, რომელმაც გამოიკვლია თავის სადოქტორო ნაშრომში 44 წყვილი და ეს მოვლენა აღწერა ვიდეო ილუსტრაციის სახით(1998). როგორც ტეილორი აღწერს ორგაზმი მთელი სხეულით არის ძლიერი ენერგეტიკული მოვლენა ორგანიზმისთვის, ამ დროს მიმდინარეობს კუნთების შეკუშვა მთელს სხეულში, განსაკუთრებით მუცლის, ბარძაყების, ხელების, ფეხების კუნთები იკუმშება, ამ მოვლენას თან ახლავს ძლიერი სიამოვნების განცდა, ასევე ძლიერი „ამაღლების“ და დაკმაყოფილების გრძნობა, რაც ნორმალურ ორგაზმებს შედარებით ნაკლებად ახასიათებს. დაახლეობით მსგავსი მოხსენებები აქვთ დოქტორ ჯენი ვეიდს და დევიდ დეიდას. ტეილორს აქვს როგორც წიგნი დაწერილი გავრცობილი ორგაზმის შესახებ, ასევე გაკეთებული აქვს 21 დღიანი სასწავლო ვიდეო წყვილებისთვის, მისი მოხსენებით გავრცობილი ორგაზმის მიღწევა 60 % შემთხვევაში თვითსტიმულაციითაა შესაძლებელი 35 % -ში ორმხრივი, ურთიერთ სტიმულაციით დანარჩენი ვაგინალური, ან ორალური სტიმულაციით. გავრცობილი ორგაზმის განცდა შეუძლიათ როგორც ქალებს ასევე კაცებს. ასეთი ორგაზმის განვითარების ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ საფუძვლად მიიჩნევა სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ბალანსირებული სტიმულაცია და გაძლიერება. თვითონ თემაც და შეფასებებიც რათქმაუნდა საკამათოა და მეტ მეცნიერულ მტკიცებულებებს და კვლევებს მოითხოვს. geosexmd

კომენტარები

მსგავსი სიახლეები