1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოაგვარეთ მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემები. არ შეგეშინდეთ მოსალოდნელი უსიამოვნო საუბრის. მოერიდეთ სწრაფ გადაწყვეტილებებს. საქმიანი შეხვედრა გექნებათ, რაც მომავალში მრავალ წარმატებას მოგიტანთ. კურო თქვენ გარშემო ყველაფერი იცვლება სასიკეთოდ. ბოლოს და ბოლოს თქვენ ცოტათი დაწყნარდებით. საღამო ეცადეთ მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ტყუპები მოგიწევთ იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში დააყენეს უფროსობამ და ახლობლებმა. ხასიათი უსიამოვნო შემთხვევამ არ შეგიცვალოთ. ფრთხილად იყავით გადაწყვეტილების მიღებისას. დღის ბოლოს მგზავრობის შანსი გაგიჩნდებათ. შინაგან დისკომფორტს განიცდით. შვება სიყვარულში მოძებნეთ. ვრცლად კირჩხიბი დღეს, მოგიწევთ კამათი ახლობელ ადამიანთან, ეცადეთ არ გაამძაფროთ სიტუაცია, არ აყვეთ ემოციებს. დღევანდელი დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ლომი ეს დღე თქვენთვის წარმატების მომტანია. გართობა, სასიყვარულო თავგადასავლები, მეგობრებთან ერთად საქმიანი საუბრები-თქვენ ყველგან იბრწყინებთ. ამიტომ გირჩევთ, ნუ დაჯდებით სახლში და ნუ მოერიდებით საზოგადოებას. დღეს ყველაზე რთული და ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდანაც ადვილად იპოვით გამოსავალს-თქვენს ნაამბობს, ზღაპარსაც კი დაიჯერებენ. მაგრამ ისეთ რამესაც ნუ მოჰყვებით, რომ შემდგომ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ქალწული მცირედი პრობლემების მიუხედავად, წარმატებული პერიოდი გელით. იმოქმედეთ ინტუიციით. სამახურში თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზრდება, თუმცა ხელმძღვანელებთან კონფლიქტების ალბათობაც იზრდება. სასწორი ნებისმიერ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. ეცადეთ, დაძაბული, საქმიანი დღის შემდეგ განტვირთვაზეც იზრუნოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რამოდენიმე საათი მოიცალეთ საკუთარი თავისათვის და მიდით ექიმთან კონსულტაციაზე. მორიელი საშუალება მოგეცემათ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ. გახსოვდეთ, ამ დღეს კარიერა ყველაზე მნიშვნელოვანია. იფრთხილეთ, თქვენი მოტყუების ალბათობა დიდია. დღეს, ეცადეთ არაფერი დაგეგმოთ. მშვილდოსანი დღევანდელ დღეს ერიდეთ საკუთარი იდეების ღიად გამოთქმას, შესაძლოა ისინი ადეკვატურად ვერ შეაფასონ, რადგან გარშემომყოფები უმეტესად კრიტიკულად იქნებიან განწყობილი ახალი იდეების მიმართ. ერიდეთ სხვის გაკრიტიკებასაც, რადგან შეიძლება დაუძინებელი მტრები გაიჩინოთ. თხისრქა დღეს მოიმატებს მგრძნობელობა. აკონტროლეთ ემოციები. არ ჩაერიოთ სხვების საქმეში. დღის გატარება ოჯახურ სიმყუდროვეში ჯობს - ეს თქვენ სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ. წარუმატებელი დღეა საქმიანი კონტაქტებისთვის და ახალი საქმიანობის წამოწყებისთვის. მერწყული თუ ყველაფერი თქვენი გეგმისა და სურვილის მიხედვით არ მიდის, ნუ შეშინდებით-დამშვიდდით და მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. -ყველაფერი თქვენი ამტანობისა და ნებისყოფის გამოსაცდელად კეთდება. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები.დღევანდელი დღე კარგია საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად და დასაფიქრებლად.მოგემატებათ რწმენა და ენერგია.შესაძლოა სწორედ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს- პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები. თევზები დღეს ფრთხილად იყავით, საქმიან ურთიერთობებში გაუგებრობებია მოსალოდნელი.ბევრი ცხოვრებისეული მომენტის დამალვას მოინდომებთ სხვებისგან. საიდუმლო სასიყვარულო გრძნობა კი შესაძლოა ახალი შემოქმედებითი ბიძგის მიზეზიც გახდეს. გაიზრდება ცვლილებების სურვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები