1 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძი: დღეს გექნებათ წარმატება სიყვარულში, წარმატებული შეხვედრა, კულტურული დასვენება და წვეულება. ბევრი მიიღებთ პრემიას ან ჰონორალს. რომანტიკული განწყობილება არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დაკავდეთ მოსაწყენი სამუშაოთი. შესაძლებელია ახალი რომანტიკული ურთიერთობა თქვენგან შორს მყოფ ადამიანთან.. კურო: დღეს შეიძლება გქონდეთ ცვლილებები სამსახურში, არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ არასწორად შეაფასოს თქვენი საქმიანი აქტიურობა და ჩაგთვალოთ ზედმეტად თავდაჯერებულად. დღეს გელით მატერიალური სირთულე. მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ შეხვედრა გამოჩენილ ადამიანებთან. ტყუპები: ფიზიკური დატვირთვა, განტვირთვისათვის საუკეთესო საშუალებაა. საღამოთი მოსალოდნელია მოგიწიოთ რომანტიკული ვახშამი საყვარელ ადამიანთან ერთად სანთლის შუქზე. ფინანსებთან დაკავშირებით, ახლო მომავალში მატერიალურ სიძნელეებს უნდა ელოდოთ. კირჩხიბი: სასიყვარულო ურთიერთობები გაგირთულდებათ. ნუ მისცემთ თქვენს პარტნიორს ეჭვიანობის საფუძველს , თორემ ეს თქვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. წინდახედულობა განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში უნდა გამოიჩინოთ. არ აჰყვეთ ემოციებს. თქვენ როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ სიმშვიდე, იფრთხილეთ, შეიძლება რაღაც ინტრიგაში გაეხვეთ. თავი შეიკავეთ აზარტული თამაშებისგან. ლომი: ეს დღე სასიყვარულო ურთიერთობებს დაუთმეთ. რომანტიკულ თავგადასავლებზე უარი არ თქვათ. ურთიერთობების გასარკვევად ეს დღე იდეალურია. კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს ერიდეთ. ქალწული: დღევენდელი დღის დასაწყისი, რაც არუნდა მოსაწყენი ჩანდეს თქვენ მაინც მთელი სულით და გულით მოილხენთ. დღეს თქვენთვის ყველა კარი ღია იქნება. სასწორი: დღეს თქვენი ენერგია საგრძნობლად მოიმატებს. ასევე, თქვენი განწყობა გაუმჯობესდება. ყველა სფეროში თამამად შეგიძლიათ იმოქმედოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გამარჯვებულად იგრძნობთ თავს. მორიელი: კოლეგების დახმარებით დასახულ მიზანს იოლად განახორციელებთ. ძალების აღსადგენად ხშირად დაისვენეთ და დიდხანს იძინეთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანები საჩუქრებით გაანებივროთ.-ეს კარგად აისახება როგორც მათ, ასევე თქვენს განწყობაზე. მშვილდოსანი: პრობლემების გასადაჭრელად ძველ მეთოდებს ნუ გამოიყენებთ,ახალი რამ მოიფიქრეთ. დღეს ნათესავებთან კამათი არ ღირს, ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ, დროსა და ნერვებს კი დაკარგავთ. თხის რქა: იმის მიუხედავად, რომ არასამუშაო განწყობა გაქვთ, ძვირფას დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ, ეს შეიძლება თქვენს კარიერაზე უარყოფითად აისახოს. მერწყული: თუ დღეს სიდინჯეს გამოიჩენთ, მოულოდნელად წამოჭრილ პრობლემებს იოლად გაართმევთ თავს. შეეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ. რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაუმართლებელ რისკზე წახვიდეთ რაც საჭირო არ არის. თევზები: დღეს ოპტიმიზმით და ენერგიით სავსე იქნებით რითიც ადვილად შეძლებთ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენას. მოიმატებს შემოსავლები და თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. პირად ურთიერთობებში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები