1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მინიფონდის მესამე სეზონზე კვლავ 4 პროექტი დაფინანსდა

ევროპული ბრენდი „მინიკრედიტი“ მესამე სეზონია ახორციელებს სოციალურ პროექტ „მინიფონდს“, რომლის ფარგლებშიც უკვე 12 პროექტი დაფინანსდა. მიმდინარე სეზონზე მონაწილეობას საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები იღებდა. გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: მშვილდოსნობის განვითარება საქართველოში, ექსტრემალური ძალოსნობის განვითარება, მჯდომარე ფრენბურთის განვითარება საქართველოში, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის კვლევა-რესტავრაცია. „მინიფონდი“ ორიენტირებულია საქართველოში მცხოვრები ადამიანების იდეების ფინანსურ მხარდაჭერაზე, მათი პირადი ან პროფესიული განვითარებისაკენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: განათლება, კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი და ასევე გარემოს კეთილმოწყობა. პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა: - უნდა გაიარონ რეგისტრაცია საიტზე www.Mini-Fund.ge - გადაიღონ და ატვირთონ ვიდეორგოლი იდეის შესახებ - დააგროვონ ხმების მაქსიმალური რაოდენობა - მიიღონ 2500 ლარამდე დაფინანსება საჩუქრად. ორგანიზატორების მიზანია პროექტების დაფინანსება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. შესაბამისად, მომხმარებლების პროექტებს ხმას აძლევს არა მინიფონდი, არამედ ხალხი. უკვე განხორციელებული პროექტების ნახვა შესაძლებელია საიტზე www.Mini-Fund.ge. არ გაუშვათ რეალური შანსი თქვენც მიიღოთ „მინიფონდის“ დაფინანსება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები