1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ვიფიქრეთ ცოტა გავერთობოდით“ - რა მოხდა სინამდვილეში ბაქოში? ნადირაშვლის და ჯაფარიძის პირველი კომენტარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ბაქოს სკანდალთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტში პირველი კომენტარი გააკეთეს. ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვლი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ისინი აზერბაიჯანელ მებაჟეებს, რამდენიმე საათი ჰყავდათ გაჩერებული. ,,უნდა გამოვფრენილიყავით და როდესაც მივედით საბაჟო კონტროლზე ერთ-ერთმა მებაჟემ გადაწყვიტა,რომ უნდა შევემოწმებინე.ჩაატარეს პირადი ჩხრეკა,პასპორტი გამომართვეს.ირმა ჩემს გამო დარჩა და იმასაც გამოართვეს პასპორტი. პასპორტები დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაგვიბრუნეს. ამის გამო ჩვენ დავაგვიანეთ რეისზე,ძალიან ზრდილობიანად მოგვიხადეს ბოდიში,გაგვაცილეს და შემდეგ წავედით ქალაქში. ყავას ვსვამდით, როდესაც საქართველოდან გავიგეთ ინფორმაცია,რომ თურმე ჩვენ დაგვაპატიმრეს და აღმოგვაჩნდა ელექტროშკები და ფული,რაზეც თავიდან ბევრი ვიცინეთ,შემდეგ კი გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. მე და გოგა ხაჩიძემ ვიფიქრეთ, რომ ცოტა გავერთობოდით. თბილისში განვახორციელეთ რამდენიმე ზარი, კონკრეტულად არაფერზე გვლაპარაკია, თუმცა შევქმენით ისეთი განცდა თითქოს მართლა რაღაც მოგვქონდა,ბრადგან ვფიქრობდით, რომ აქ მოგვიწყობდნენ ჩხრეკას და ამაზე გავერთობოდით, თან კიდევ ერთხელ დავამტკიცებდით, რომ გვისმენდნენ,მაგრამ მოხდა გაცილებით უარესი, როდესაც მივედით აეროპორტში იქ წარმოდგენილი დაგვხვდა მთელი საქართველოს საელჩო. ნაცვალ იმისა, რომ ჩვენთვის ეკითხათ, თუ მართლა დაპატიმრებული ხართ რამე პრობლემა ხომ არ გაქვთო დაკავებულები იყვნენ იმით, რომ მებაჟეებს ეკითხებოდნენ, რამდენი ელექტროშოკი აღმოაჩნდათო. გარდა ამისა დადიოდნენ ადამინები და ტელეფონით გვიღებდნენ სურათებს, დიდი ალბათობით საქართველოს სპეცსამსახურები იყვნენ. ამის შემდეგ კი ნახევარი საათი გვჩხრეკდნენ, ყველა წინდა გადმოატრიალეს და დაიმხვეს თავზე ყველაფერი. ეს ხელისუფლება არის ავად, ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ქვეყნის დეპუტატის რეპუტაციის შელახვა არ არის კარგი საქმე და ზოგადად ამით ქვეყნის რეპუტაციაც ილახება.“-განაცხადა ჯაფარიძემ. ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი ის პირადად ცდილობდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩთან დაკავშირებას, თუმცა მისივე თქმით ელჩმა მის სატელეფონი ზარებს არ უპასუხა. ნადირაშვილის განმარტებით იმის მაგივრად რომ მათ ვინმე დახმარებოდა, აეროპორტში გააგზავნეს სუსის თანამშრომლები, რომლებიც მათ ფოტოებს უღებდნენ. "როგორ ფიქრობთ ჩვენ რომ ელექტროშოკები გვქონოდა არ დაგვაპატიმრებდნენ აზერბაიჯანში, ჩვენ, რომ მილიონი დოლარი გქონოდა ჩვენს ვინმე გამოგვიშვებდა. თავიდან ბოლომდე გაგვჩხრიკეს, ოღონდ ეს მას შემდეგ რაც საელჩო მიიჭრა და ცდილოდა ჩვენს დისკრედიტაციას. გავიგე რომ ამითი ერთობა ღარიბაშვილი, მაგრამ მე ვერ დაუკავშირდი ჩემს საკუთარ დედას, რადგან არ მქონდა ჩვეულებრივი ტელეფონი, მქონდა მხოლოდ "ვაიბერი" და რომ ჩამოვედი მითხრა, რომ ტიროდა და ორჯერ გამოიძახა სასწრაფო, არ შეიძლება ადამიანებთან ასე ხუმრობა "-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები