1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თვალიდან 13 სანტიმეტრიანი ჭია ამოიყვანეს

ექიმებმა ქალაქ "ბომბეიში" ჩაატარეს თვალის ოპერაცია და პაციენტს 13 სანტიმეტრიანი პარაზიტი ამოუღეს თვალიდან.მამაკაცი თვალის გაღიზიანების ჩივილით მივიდა სავადმყოფოში და სულ არ წარმოედგინა თუ რამდენად სერიოზულად იყო საქმე, ეს ამბავი ბომბეის ერთ ერთ საავადმყოფოში "fortis" ში მოხდა, სადაც 75 წლის მამაკაცმა მიმართა ჩივილებით, რომელიც გვარად კრიშნამუტია, მას თვალის ქავილი და რაღაცის მოძრაობის შეგრძნება ჰქონდა.გარკვეული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა მას წამალი გამოუწერეს, რის შემდეგაც მას გაღიზიანების შეგრძნება უნდა მოხსნოდა.როდესაც მედიკამენტმა არ იმოქმედა, მედიკოსებმა უფრო დაწვრილებით გადაწყვიტეს გამოეკვლიათ და თვალში 12.5 სანტიმეტრიანი ჭია აღმოაჩინეს. ექიმების ჯგუფმა ექიმ "სიტერმანის" ხელმძღვანელობით ჩაატარეს ოპერაცია პარაზიტის მოსაშორებლად, ოპერაცია 15 წუთის განმავლობაში მიდიოდა, ექიმი შოკირებული იყო როდესაც თვალის გუგიდან ამ სიგრძე პარაზიტი ამოვიდა. "30 წლის მუშაობის განმავლობაში ასეთი არაფერი მინახავს" განაცხადა მთავარმა ექიმმა. აგრეთვე ექიმები იმასაც იძახიან, რომ პაციენტს ძალზედ გაუმართლა, რომ ჭია თვალში იყო და ტვინისკენ არ წავიდა, :ჩვენ რომ არ შეგვენიშნა გამოკვლევებისას ჭიის მოძრაობა იქნებოდა იმის ალბათობა, რომ ტვინში წავიდოდა და გამოიწვევდა ნერვოლოგიურ სირთულეებს. dainteresdit.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები