1 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში საწვავი შესაძლოა 5-10%-ით გაძვირდეს

ერაყში განვითარებული მოვლენების გამო შესაძლოა საქართველოში საწვავი გაძვირდეს.ამის შესახებ ექსპერტები საუბრობენ და საწვავის 5-10%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. საწვავის გაძვირებას არ გამორიცხავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილიც. მთვრალაშვილის განცხადებით, ერაყში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის მოქმედებდა და მომავალშიც იმოქმედებს ნავთობის მსოფლიო ფასზე: ”მოგეხსენებათ, ერაყი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, იქ არსებული ვითარება ყოველთვის მოქმედებს ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასებზე. როგორც კი იქ სიტუაცია იძაბება და კრიზისი იწყება, ნავთობის ფასი მაშინვე მატულობს.” ვანო მთვრალაშვილის აზრით, ჯერჯერობით ნაადრევია საქართველოში საწვავის გაძვირებაზე ლაპარაკი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, გაძვირება გამორიცხული ნამდვილად არ არის. წყარო: BPN

კომენტარები

მსგავსი სიახლეები