1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება. ცესკო-ს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, მეორე ტური საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით საკმაოდ რთული პროცედურაა. "კანონმდებლობით არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 24 დღისა უნდა შეჯამდეს თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა ზოგადად, შეჯამების ვადები განსხვავდება თბილისისა და სხვა ოლქების შემთხვევაში. ზოგადად, საბოლოო შედეჯების შეჯამებიდან 3 დღეში უნდა დაინიშნოს მეორე ტური, დანიშვნიდან ორი კვირის ვადაში კი უნდა გაიმართოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმი. თუ შემაჯამებელი ოქმი გასაჩივრდა, გასაჩივრების ვადები და წესები, რომელიც ასევე გაწერილია საარჩევნო კანონმდებლობით, აუცილებლად უნდა იყოს ამოწურული, ვიდრე მეორე ტურის დანიშვნა მოხდება. შექმნილ ვითარებაში კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება დაახლოებით ივლისის ბოლოს", - განაცხადა აზარაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები