2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მერობის კანდიდატების მანქანები და ჯარიმები

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, ”AUTO BILD საქართველო” თბილისის მერობის კანდიდატების ავტომობილებით დაინტერესდა. დიმიტრი ლორთქიფანიძე - ჰიუნდაი დიმიტრი ლორთქიფანიძეს 2002 წელს გამოშვებული Hyundai Terracan ჰყავს (ტურბოდიზელი, 2.9-ლიტრიანი ძრავით). მანამდე ჰყავდა Volkswagen Jetta. კორეული ქროსოვერი კი 5 თვის წინ შეიძინა. ასმათ ტყაბლაძე - ლენდ კრუიზერი Auto Bildასმათ ტყაბლაძეს მანქანის მართვის 34-წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ამბობს, ის, სოფიკო ჭიაურელი და ქეთევან კიკნაძე პირველი ქალები იყვნენ თბილისში, ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავდა. მისი შეყვარებული ავარიაში დაიღუპა, ამიტომ ფრთხილი მძღოლია. ამჯერად ჰყავს ”ტოიოტას” ყველგანმავალი ”ლენდ ლრუიზერი”, რომელიც 4 წლის წინ, ”ტოიოტას” ცენტრში განვადებით შეიძინა. ეს მისი მეხუთე ავტომობილია, ”ლენდ კრუიზერამდე” კი სხვადასხვა სედანები ჰყავდა. ასმათ ტყაბლაძეს პატრულთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს. ერთხელ სამართალდამცავებმა ალკოტესტის ჩაბარება მოსთხოვეს, რის გამოც პატრულს ეჩხუბა, მაგრამ პოპულარობამ უშველა. ყველაზე ხშირად საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკისა და უსაფრთხოების ღვედის არშეკვრის გამო აჯარიმებენ. კახა კუკავა - მერსედესი კახა კუკავას ჰყავს Mercedes “C-კლასი” (320). როგორც ჩანს, მას მანქანის ნომერი პირადად აქვს შერჩეული - მისი ავტომობილის სანომრე ნიშანია KHK-983. ”სითი პარკის” ვებ-გვერდზე ამ ნომრით რეგისტრირებულ ”C-კლასზე” 14 გადაუხდელი ჯარიმა ფიქსირდება - როგორც ჩანს, კახა კუკავა პროტესტის ნიშნად არ იხდის ”სითი პარკის” ჯარიმებს. დავით ნარმანია - მერსედესი ”ქართული ოცნების” კანდიდატს დავით ნარმანიასაც Mercedes ”C-კლასი” ჰყავს - 2002 წელს გამოშვებული C 180, ნომრით CCC-555. აღსანიშნავია, რომ ნარმანიას ”მერსედესს” გადაცემათა მექანიკური კოლოფი აქვს - უყვარს, როცა მანქანას სრულად თვითონ მართავს. ”სითი პარკის” ვებ-გვერდზე ამ სანომრე ნიშნით რეგისტრირებულ ”მერსედესზე” სულ 7 ჯარიმაა ნაჩვენები და აღსანიშნავია, რომ შვიდივე ჯარიმა გადახდილია. ამ შვიდიდან, ორ შემთხვევაში ნარმანიას ავტომობილი ევაკუატორით გადაიყვანეს - დარღვევა ორივე შემთხვევაში ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა გახლდათ. ნიკა მელია - მერსედესი ნიკა მელიას ახლა სამსახურეობრივი მანქანა ემსახურება, ხოლო როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატსაც ”მერსედესი” ჰყავს, რომელიც 2006 წელს არის გამოშვებული. მელიას მანქანის ნომერია FOX 010... ამ ნომრით რეგისტრირებულ ”ბენცზე” ”სითი პარკის” მხოლოდ 4 ჯარიმაა რეგისტრირებული. აქედან ერთი (2010 წლის 18 თებერვალი) გადაუხდელია. მელიას ”მერსედესი” ”სითი პარკის” ევაკუატორმა მხოლოდ ერთხელ (2010 წლის 14 სექტემბერს) გადაიყვანა - მიზეზი გზის სავალ ნაწილზე პარკირება, ანუ, ნიშნის ”გაჩერება აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა გახლდათ. საინტერესოა ისიც, რომ 2010 წლის 14 სექტემბრის შემდეგ ნომერი FOX 010 არცერთხელ აღარ დაჯარიმებულა... autobild.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები