2 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რატომ იხდის გიგი უგულავა ბოდიშს?

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა , თავისი გუშინდელი ქმედებები თავად არ მოეწონა. "საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეთ ხდება ხოლმე", - განაცხადა უგულავამ. როგორც უგულავა აცხადებს, მარნეულში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოძიებაა ჩასატარებელი. "გამოძიება უნდა ჩატარდეს თუნდაც უსუფაშვილის საკითხზე, ასევე იმაზე თუ ვინ ურეკავდა გია ასანიძეს წუთში ერთხელ", - აღნიშნა უგულავამ. მარნეულში საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გიგი უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გუშინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გიგი უგულავა, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები საოლქო კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში შევიდნენ და თავმჯდომარისგან განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ აპირებენ აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნას. გიგი უგულავამ ცესკო-ს წარმომადგენელი ხელისუფლების სასარგებლო მიდგომაში დაადანაშაულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები