2 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დავით ნარმანია ქართული კალათბურთის განვითარების ხელშეწყობას აპირებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მხარდამჭერთა დარბაზში კალათბურთელებს შეხვდა. საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა_პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდება ქართული კალათბურთის განვითარების ხელშესაწყობად. მისივე თქმით, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებლად აუცილებელია, კალათბურთელებსა და მწვრთნელებს პროგრამული მიმართულებებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ. როგორც ნარმანიამ აღნიშნა დედაქალაქის ყველა უბანში მოეწყობა და აღდგება საკალათბურთო მოედნები. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის 10-ვე რაიონში აშენდება მუნიციპალური საცურაო აუზები, რომლის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, მოეწყობა საველოსიპედო და სარბენი ბილიკები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები