2 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონსტანტინე გამსახურიდას ათი მცნება

1. ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც. 2. ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს, - ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო. 3. ჩვენი უბედურება ეგაა- სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს. 4. იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება. 5. ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს - ცუდი მკითხველი. 6. თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი. 7. საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი. 8. ხელოვნებაა თვით უკვდავება. 9. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას. 10. ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები