2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რაზე ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ღარიბაშვილმა?

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს უმასპინძლა. სამუშაო სადილზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და ნატოს უელსის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისევე, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო გამოხატულება. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-ენერგეტიკულ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავის მხრივ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ–მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ძალიან აფასებს საქართველოს კურსს, ასევე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. უილიამ ჰეიგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უელსში ნატოს სამიტზე გაერთიანდება ძალისხმევა, რათა მიღწეულ იყოს პროგრესი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები