2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე. პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ,,მივმართავთ „რუსთავის 2“-ის თანამშრომლებს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა."- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები