2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერი აგოსტინო მიოცოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისის დაძლევის დეპარტამენტის მმართველ დირექტორს, აგოსტინო მიოცოს შეხვდა. მხარეებმა კრიზისისულ სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევისა და ოპერაციული კოორდინაციის დეპარტამენტს გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორც მუდმივ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს მონიტორინგს და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებას 24 საათის განმავლობაში. ევროკავშირის კრიზისული სიტუაციების დაძლევის სისტემა უმკლავდება იმ შედეგებს, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკური ან შეიარაღებული კონფლიქტების, ტექნოლოგიური ინციდენტების, ტექნოგენური და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ დეპარტამენტთან თანამშრომლობა დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს კრიზისული სიტუაციების მართვის თვალსაზრისით. შეხვედრას ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისის დაძლევისა და ოპერატიული კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე სტავროს პეტროპულუსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დაესწრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები