2 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი გაბუნიას "კრეატიული" გამონათქვამები

1. რაღაც არაფერში არ ჯდებით იმიტომ, რომ ვენახში მოსული კიტრივით ხარ. 2. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება,რომ შენ იტანჯებოდი, როდესაც მღეროდი, თითქოს ზომბებით იყავი გარშემორტყმული. 3. შუა სიმღერაში კვალიდან ამოვარდნილი ურემივით იყავით. 4. შენ ჯასტინ ტიმბერლეიქის მსგავსად მღეროდი,მაგრამ დათვივით მოძრაობდი სცენაზე. 5. ბევრად უფრო კარგები ხართ, როდესაც ჩუმად დგახართ, თქვენი სიმღერა იყო ცუდად მოხარშული კვერცხივით. 6. სახლში ხშირად მღერი ხოლმე?-საწყალი შენი მეზობლები. 7. მე არ ვიცი შენ იქს ფაქტორი გაქვს თუ არა, მაგრამ სექს ფაქტორი ნამდვილად გაქვს. 8. შენ ხარ ნედლი მასალა, რომელსაც დამუშავება, შეწვა სჭირდება. 9. დეციბელებში რომ იზომებოდეს ვოკალის ხარისხი ვეშაპი იქნებოდა ყველაზე კარგი მომღერალი ,კილომეტრებზე ისმის ისეთი ძლიერი ხმა აქვს. 10. მე აღგიქვამ უფრო მულტფილმის გმირად ვიდრე მომავალ მომღერლად. 11. მე გირჩევ ბაკურ, რომ არასოდეს არ გათალო ფანქარი ნაჯახით. 12. ცოტა არეული ლოგინივით დასალაგებელი იყო თქვენი ნამღერი. 13. ვთვლი,რომ ცოტა ძალადობდი შენს საკუთარ ხმაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები