2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაჟა ფშაველა, ნაწყვეტი წერილიდან – "მღვდლების ვინაობა"

დამეთანხმებით ალბათ, რომ თემა, რომელსაც ვაჟა ფშაველა საუკუნის წინ შეეხო დღეს მეტად აქტუალურია, სწორედ ამიტომ გავიხსნოთ მისი "მღვდლების ვინაობა" და გავავლოთ პარალელი 1906 წლის საქართველოსა და 2014 წლის მოვლენებს შორის. ,,გაიძროთ ანაფორები,შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ " პინჯაკებში", მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგსთვლით. დიაღ,ვერ ჩაგსთვლით, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს,ყურს იქ გამოაბამს..... ვსტყუი? მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს , როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ.... გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება.... თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს.... რომელ პარტიას უნდა ეკუთვნოდენ ეს მღვდლები, ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ "სულიერი მამები" არიან "მიიღე ჯამაგირის" პარტიისა. უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიოს ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები