2 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იაპონური ძალიან ეფექტური დიეტა - დაიკელით 13 კგ- მდე!

ამომავალი მზის ქვეყნის დიეტა გპირდებათ არამხოლოდ წონაში დაკლებასა და მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებას, არამედ დაკლებული წონის შენარჩუნებას მინიმუმ 2-3 წლით. 13 დღეზე მეტ ხანს დიეტის დაცვა არ შეიძლება! დიეტის პოპულარობა გამოწვეულია იმით რომ 13 დღეში შესაძლოა 13 კგ- მდე დაიკლოთ. დიეტის განმეორება დასაშვებია წელიწადში 2 ჯერ. ცხადია, რომ დიეტის შემდეგ თუ ფუნთუშებისა და ტორტის ჭამას მიჰყოფთ ხელს, დაკლებული კილოგრამები უკანვე დაგიბრუნდებათ. იაპონური დიეტა მიეკუთვნება ცილოვან კატეგორიას, რომელიც ზღუდავს ნახშირწყლების მიღებას. მრავალფეროვანი რაციონის დამსახურებით აღნიშნული დიეტა დაბალკალორიული და ნაკლებად ნახშირწყლოვანია და ამავდროულად ორგანიზმს უზრუნველჰყოფს ყველა საჭირო ნივთიერებით. როგორც სხვა დაბალკალორიული დიეტების დროს, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ვიტამინების კომპლექსის მიღება. მენიუ: I დღე საუზმე: შავი ყავა ლანჩი: 2 ც მოხარშული კვერცხი, ოდნავ მოთუშული ან მოხარშული კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი (უმჯობესია ახლად დაწურული) სადილი: 200- 250 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი II დღე საუზმე: ყავა, ორცხობილა ლანჩი: თევზი, კომბოსტოს სალათა სხვა სახის ბოსტნეულით (კიტრი, ბოლოკი, სალათის ფურცლები, პომიდორი) მცენარეული ზეთით შეზავებული; სადილი: 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი; III დღე საუზმე: ყავა, ორცხობილა ლანჩი: 1 ც საშუალო ზომის მცენარეულ ზეთზე შემწვარი ყაბაყი სადილი: 2 ც მოხარშული კვერცხი, 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი, კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით IV დღე საუზმე: ყავა ლანჩი: 1 ც მოხარშული კვერცხი, 3 დიდი მოხარშული ან უმი სტაფილო, 15 გ ყველი სადილი: რამდენიმე ვაშლი V დღე საუზმე: გახეხილი უმი სტაფილო და ლიმონის წვენი ლანჩი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი სადილი: ნებისმიერი ხილი ბანანის, ყურძნის, საზამთროსა და ნესვის გარდა. VI დღე საუზმე: ყავა ლანჩი: კანგაცლილი მოხარშული ქათმის ნახევარი, ახალი სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა. სადილი: 2 ც მოხარშული კვერცხი, უმი სტაფილოს სალათა მცენარეულ ზეთთან ერთად. VII დღე საუზმე: მწვანე ჩაი ლანჩი: 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი ან მოხარშული ქათამი, ხილი, ოღონდ არატკბილი სადილი: ნებისმიერი დღის სადილი გარდა მე-3- ისა. VIII დღე საუზმე: ყავა ლანჩი: კანგაცლილი მოხარშული ქათმის ნახევარი, ახალი სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა. სადილი: 2 ც მოხარშული კვერცხი, უმი სტაფილოს სალათა და მცენარეული ზეთი IX დღე = V დღე X დღე = IV დღე XI დღე = III დღე XII დღე = II დღე XIII დღე = I დღე გარდა ამისა დიეტის დაცვის დროს მნიშვნელოვანია: მარილის, შაქრისა და ალკოჰოლის შეზღუდვა; დღის განმავლობაში არანაკლებ 1, 5- 2 ლ მინერალური ან ჩვეულებრივი წყლის დალევა, ასევე უშაქრო ჩაი; საკვებს შესაძლოა მცირე რაოდენობით დაუმატოთ მწვანილი და ნიორი; უმჯობესია ნატურალური და არა ხსნადი ყავის დალევა. .lollipop.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები