2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში, ერაყის მოქალაქე არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები