2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა მელიამ ვაზისუბნის მოსახლეობას ახალი პროექტი გააცნო

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დღეს, ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის სამომავლო გზებზე ესაუბრა. ნიკა მელიამ ადგილობრივებს ვაზისუბნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - საბაგიროს პროექტის განხორციელების შესახებ ესაუბრა, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა ექნება და მგზავრებს „სამგორის“ მეტროს ზედა სადგურიდან ვაზისუბანთან დააკავშირებს. პროექტის მიხედვით, 1 900 მეტრი სიგრძის საბაგიროს მოწყობა იგეგმება, რომელიც საათში ერთდროულად 1 500 მგზავრს გადაიყვანს. კომფორტული, უსაფრთხო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული, 10 მგზავრზე გათვლილი გონდოლები საერთაშორისო სტანდარტების იქნება და მოსახლეობას უმოკლეს ვადაში საჭირო სადგურებთან დააკავშირებს. ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქში სულ 9 ახალი საბაგირო აშენდება და საბაგიროს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ ერთ სახეობას, მნიშვნელოვანი დატვირთვა მიეცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები