2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,დედის მოკვლამდე ინვალიდი გოგონა გააუპატიურა, დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდა"

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში შემზარავი მკვლელობა მოხდა - 37 წლის მამაკაცმა დედას ბლაგვი საგნით თავში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ცხედარი კი საღორეში დამარხა. როგორც სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, ანზორ ბოგველაძისთვის ეს პირველი დანაშაული არ ყოფილა, დედის - დეზდემონა ჩხაიძის მკვლელობამდე იგი სამჯერ იყო ნასამართლევი: მეზობლის ქალის მკვლელობისთვის, მეზობელი გოგონას გაუპატიურებისა და თანასოფლელი ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის. ‘’მეზობლის ინვალიდი გოგონა გააუპატიურა, მერე ჰქონდა კიდევ სხვისი გაუპატიურების მცდელობაც. დიდხანს თავისუფლებაზე არც ყოფილა - დანაშაულს დანაშაულზე სჩადიოდა - მოიხდიდა სასჯელს და წელიწადი არ იყო გასული, ახალ დანაშაულს ჩადიოდა და იჭერდნენ. რამდენიმე დღის წინ მეზობლებთან მოუვიდა კონფლიქტი - კარი არ გაუღეს და ერთი ამბავი ატეხა’’-განაცხადა სოფელ ეწერის რწმუნებულმა ვაჟა ბერუაშვილმა ''კვირის პალიტრასთან''.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები