2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დავით ნარმანია აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დავით ნარმანიას თქმით, მისთვის ძალიან ახლო და მტკივნეულია ის პრობლემები, რომელიც დევნილებს 20 წელზე მეტია აწუხებთ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმუმს გააკეთებს ამ პრობლემების შესამცირებლად. „ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უმოკლეს დროში დასრულდეს თქვენთვის ფართების დაკანონების პროცესი, გაზიფიცირება, წყალგაყვანილობა, კეთილმოეწყოს ეზოები. თქვენი აქტიურობითა და ჩართულობით, ჩვენ ყველა პრობლემას ერთად მოვაგვარებთ, ერთად ვიზრუნებთ ჩვენს დედაქალაქზე, რადგან თბილისი ყველა ჩვენგანის ქალაქია“- აცხადებს ნარმანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები