2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სააღდგომო კვერცხის შეღებვის ეფექტური მეთოდი და პრაქტიკული რჩევები

სააღდგომო კვერცხის შეღებვა ყველა ოჯახში განსაკუთრებული ტრადიციაა. ამ დღისთვის დიასახლისები რამდენიმე დღით ადრე, ან სულაც რამდენიმე კვირით ადრეც ემზადებიან, შემდეგ შეღებილი კვერცხის ფერით კმაყოფილნი ამაყობენ კიდეც, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ახალბედა დიასახლისებს დავეხმაროთ, ჩვენ გთავაზობთ კვერცხის შეღებვის ეფექტურ მეთოდს აიღეთ 1 შეკვრა ენდრო. კარგად გარეცხვის შემდეგ დაჩეჩქვეთ და დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი ან შეიძინეთ უკვე დაფქული ენდრო. (რჩევა: უკეთესი ეფექტისთვის, სჯობს არ შეიძინოთ უკვე დაფქული ენდრო) აიღეთ 2 ან 3 ხახვი. გაფრცქვენით ისე, რომ მისი გარე ფურცლები მოათავსოთ ასადუღებელ ჭურჭელში. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. დაელოდეთ ენდროს გაციებას. როგორც კი კარგად გაცივდება, ჩააწყვეთ მასში საშუალოდ 20 კვერცხი. (ერთდროულად დიდი რაოდენობის კვერცხის მოხარშვისას შესაძლოა, ისინი კარგად არ შეიღებოს და გატყდეს) კვერცხი 20-25 წუთის განმავლობაში ხარშეთ. მოხარშვის შემდეგ ფრთხილდ ამოიღეთ კვერცხიჭურჭლიდან და გადაალაგეთ ცივ წყალში. კვერცხი გაციების შემდეგ ის ადვილად გაიფრცქვნება. ბოლოს კი, ბზინვარებისთვის თითოეული კვერცხი გაწმინდეთ ზეთიანი ტილოთი. პრაქტიკული რჩევები თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება. ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი – ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები