0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ასტროლოგიური პროგნოზი გაზაფხულზე სიყვარულის მაძიებლებისთვის

ვერძი: წლის დასაწყისში, სამუშაო საქმეები სასიყვარულო ურთიერთობებს მეორე პლანზე გადაწევს. თუმცა კარგი დასვენება სასიყვარულო განწყობას დაგიბრუნებთ. სიმართლე და ნდობა ამ წლის აწყობილი ურთიერთობის მახასითებელი თვისებები იქნება. გათხოვილ ქალბატონებს ვურჩევთ არ მიიტანონ პრობლემები და დაძაბული ურთიერთობები სამსახურიდან სახლში, უმჯობესი იქნება, თუ შეძლებთ კარგი ხასიათი და უფრო მეტი ქალურობა შემატოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამით, მეუღლესთან ურთიერთობაც უფრო ჰარმონიული და მარტივი გახდება. კურო: თუ თქვენი გული არ არის დაკავებული, მაშინ დატკბით საპირისპირო სქესის ყურადღებით და ფლირტით. გაიხსენეთ რა სასიამოვნოა სიყვარულის შეგრძნება, მაგრამ თავი შეიკავეთ სერიოზული გადაწყვეტილებებისაგან, ყველაფერს თავის დრო აქვს. თუ თქვენ უკვე გყავთ საყვარელი მეორე ნახევარი, მაშინ გირჩევთ მეტი ყურადღება და სითბო გამოიჩინოთ მის მიმართ. იზრუნეთ თქვენი გრძნობების გამყარებისათვის, შედეგს თავად იხილავთ. ტყუპები: წლის პირველი ნახევარი მოულოდნელობებით იქნება სავსე - ვნებიანი რომანი. რა იქნება შემდეგ - თავად გადაწყვიტეთ. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გული დაგეხმარებათ! თუ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული არ აჩქარდეთ. უკვე გყავთ მეორე ნახევარი? - მაშინ გაუფრთხილდით თქვენს გრძნოებეებს. კირჩხიბი: 2014 წელს აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაჩუქებთ სიყვარულსა და მზრუნველობას. გაითვალისწინეთ, რომ ეს ადამიანი მზად იქნება გადადგას სერიოზული ნაბიჯები. თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება. კირჩხიბებს, რომლებსაც უკვე აქვთ სასიყვარულო ურთიერთობა, შესანიშნავი სიახლეები ელოდებათ. ლომი: დროა გამოავლინოთ ყველაფერი ის, რასაც აქამდე მალავდით. გაბედულად ილაპარაკეთ თქვენს სიმპატიებზე და სურვილებზე. ამ წელს არსებობს იმის დიდი შესაძლებლობა, რომ დაკარგული სიყვარული აღადგინოთ. თუ თქვენ უკვე იპოვეთ თქვენი ნახევარი, ყურადღებით უნდა იყოთ თქვენს ემოციებთან. თქვენმა დაფარულმა ეჭვიანობამ შეიძლება გაანაწყენოს თქვენი საყვარელი ადამიანი. გაიხსენეთ: ეს დასაწყისია ნამდვილი სიყვარულის და მხიარული ურთიერთობის! დამოუკიდებელ და ამაყ ლომს უყვარს გააოცოს გარშემომყოფები გამოკვეთილი გარეგნობითა და იმიჯით. ქალწული: თქვენთვის ეს წელი განსაკუთრებულად ჰარმონიული იქნება, შეგიძლიათ გამოიჩინოთ ინიციატივა და და დაიწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი. ამასთანავე, თქვენ გექნებათ სურვილი რომ არ იყოთ მარტო და შეეცდებით იპოვოთ ნამდვილი გრძნობები. თუ თქვენ უკვე იპოვეთ თქვენი სიყვარული, ისიამოვეთ მასთან გატარებული დროით. ქალწულის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულები ხასიათდებიან კარგი კომბინაციით სიმკაცრესა და რაციონალურობას, მეორეს მხრივ კი სინაზესა და მგრძნობიარობას შორის. თქვენ გრძნობთ თავს კომფორტულად ბიზნესის სტილის ტანსაცმელში და უპირატესობას ანიჭებთ მაკიაჟს ბუნებრივ ფერებში. სასწორი: შეხვდით ახალ ხალხს, არ შეუშინდეთ ახალ ემოციებს და ფლირტს. ვარსკვლავები გირჩევენ რომ არ იფიქროთ გრძელ ვადიან ურთიერთობებზე. ისიამოვნეთ თითოეული მომენტით! თუ თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან უკვე დიდი ხანია რაც გრძელდება, არ დაგავიწყდეთ რომ იზრუნოთ თქვენი მეორე ნახევრის გრძნობებზე. ყურადღებით ყოფნა დაგეხმარებათ კონფლიქტის აცილებასა და ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში. მორიელი: როგორც იქნა მიეცით თქვენს თავს სიყვარულის საშუალება. თქვენს შეყვარებულს აქვს პოტენცია რომ მოიგოს თქვენი გული საჩუქრებითა და კომპლიმენტებით. თუმცა, შესაძლებელია, რომ თქვენ ცოტა გულშემატკივრები გყავდეთ. თუ თქვენ უკვე გყავთ საყვარელი მამაკაცი, იყავით დარწმუნებული, რომ იგი შეასრულებს თქვენს ყველა თხოვნას. თქვენ კი ამას ნამდვილად იმსახურებთ. მშვილდოსანი: მარტოხელა მშვილდოსნებისათვის სასიამოვნო სიახლე: თქვენს გარშემო უკვე არის ადამიანი, რომელიც თქვენს ყურადღებას იმსახურებს. მიმოიხედეთ ყურადღებით და იპოვეთ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენთან ყოფნა უნდათ. შესაძლოა დროა, რომ თქვენი გული ახალ სიყვარულს გაუღოთ. თქვენი მონდომებით შესაძლებელია თქვენი სიყვარული ძალიან სწრაფად განვითარდეს - თქვენ ფლობთ ემოციების ძალიან დიდ ძალას! ვინც სიამოვნებას იღებთ მხიარული ურთიერთობისგან, უნდა დაელოდოთ ლამაზ საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისაგან. თხის რქა: არ გჯერათ პირველი ნახვით შეყვარების? თქვენ უნდა დაიჯეროთ, იმიტომ რომ 2014 წელს თქვენ იგრძნობთ თქვენს ემოციებს. თქვენ უნდა შეწყვიტოთ თქვენს მარტოობაზე წუწუნი. მათ, ვისაც უკვე ყავს მეორე ნახევარი, უნდა იფიქრონ ოჯახის გაზრდაზე. ბიჭი თუ გოგო? ვინ იცის... მერწყული: დროა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები... თუ თქვენს გვერდით არ არის საყვარელი მამაკაცი, ძალიან მალე შეხვდებით იმ ადამიანს, რომელიც გახდება თქვენი ცხოვრების მეგზური. თუ თქვენ უკვე გაქვთ სერიოზული ურთიერთობა, თქვენი საყვარელი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. თევზები: იმისათვის რომ ყველაფერი წარმატებულად იყოს, თქვენ უნდა გადადგათ სერიოზული ნაბიჯები. თუ თქვენ უკვე გყავთ თქვენი მეორე ნახევარი, გირჩევთ რომ არ მიიღოთ ის მკაცრი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლია ამ ურთიერთობის დრამატულად შეცვლა. products.avonpromo.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები