0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ყველა დაისჯება, ვინც რაიმე ფორმით იყო ჩართული მძიმე დანაშაულის ჩადენაში"

საქართველოს პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა დაისჯება ვინც მძიმე დანაშაულებს ჩადიოდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის განმართებით წინა ხელისუფლების დროს, სამეგრელოში ადამიანებს თავისუფალი სიტყვის გამო აპატიმრებდნენ, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ხალხს თავისუფლება დაუბრუნდა და სიტყვის გამო დაპატიმრების შიში აღარ აქვთ. "ვიღაც-ვიღაცეები დღეს ამბობენ, რომ ეს თავისით მოხდა. ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, ეს არ მოხდებოდა. ხალხს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლით, თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა, რაც ასე აკლდათ ყოფილი ხელისუფლების პირობებში. გასულ წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენ მაშინ გავხსენით უმძიმესი დანაშაული, თუ როგორ ხდებოდა ამ რეგიონის მკვიდრი მოსახლოების წამება, არაადამიანური მოპყრობა, მამაკაცების გაუპატიურება. ყველა ეს ადამიანი არის დასჯილი და ვინც დარჩა დასასჯელი, აუცილებლად დაისჯება. ყველა დაისჯება, ვინც რაიმე ფორმით იყო ჩართული ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები