0 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სად იყიდება "მარიხუანას" პიცა?

კანადის ქალაქ ვანკუვერში ფუნქციონირებს პიცერია „მეგა ილ“, სადაც განსაკუთრებული პროდუქტი - პიცა "მარიხუანით" იყიდება. პიცა მარიხუანით მენიუს ჩამონათვალშია, თუმცა მის გასწვრივ არის წარწერა: „მომხმარებელი უნდა იყოს 18 წლის ზემოთ და მას უნდა გააჩნდეს სპეციალური სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კლიენტი მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებით მოიხმარს.“ „მარიხუანის საკვები პროდუქტის სახით მიღებას მოწევისგან განსხვავებული ეფექტი აქვს, ჩვენ გამზადებულ ინგრედიენტს მცენარეულ ზეთში დაფქuლს ვუმატებთ, მას სამკურნალო თვისებები აქვს და მოქმედებას 1 საათში იწყებს,“ განაცხადა პიცერიის წარმომადგენელმა ენტონი რისლინგმა. კანადის სამედიცინო სისტემაში რეფორმები ტარდება, ამიტომ მარიხუანის პიცა, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ დარჩება მენიუს ჩამონათვალში. 1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები