0 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,სადაც ახალაიას სახლს, ბინას, აგარაკს ან ვილას იპოვიან, შევიდნენ და იცხოვრონ!" -ნადარეიშვილი

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს,რომელსაც itv.ge უცვლელად გთავაზობთ: ,,მოკლედ, კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარს: არანაირი ოქროს ასოებიანი სასახლე კი არა, საერთოდ არანაირი სახლი არ მაქვს წყნეთში, ბათუმში, ბრაზილიაში, ახალ ზელანდიაში და საერთოდ არსად გარდა იმ ერთი ბინისა (ნუცუბიძის ქუჩაზე), რომელშიც ვცხოვრობთ ბაჩო, მე და ბავშვები! P.S. თუ ვინმე თქვენც ისევე დაგიწყებთ მტკიცებას, როგოც მე მიწყებენ, რომ გინდა თუ არა ახალაიებს სასახლეები გაგქვთო, გადაეცით რომ ვჩუქნი და სადაც ახალაიას სახლს, ბინას, აგარაკს ან ვილას იპოვიან, შევიდნენ და იცხოვრონ!" - ნათქვამია ნადარეიშვილის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები