0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან" -ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ამჟამად ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან. "არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ არსებობს ახლა ნატოს გაფართოების გეგმა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკა-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს. "ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", - განაცხადა ბარაქ ობამამ ბრიუსელში ვიზიტისას. interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები