0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნინო ქადაგიძე-ჟვანია და გოგლა ჟვანია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობენ

„ზურას რასაც აბრალებენ თურმე არაა საკმარისი. ახლა მე, თურმე ფულის მეტი არაფერი არ მაინტერესებდა“, - წერს ნინო ქადაგიძე. გოგლა ჟვანია კი სააგენტო ,,ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილსა და მის ძმას შორის ბევრ საკითხზე იყო კონფლიქტი. რაღაც ბოდვას ჰგავს ეს ყველაფერი. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ის და ზურა მეგობრები იყვნენ, უკვე ნახა მთელმა საქართველომ როგორი მეგობრები იყვნენ. თუნდაც დაუკვირდეთ, განსხვავებაა სააკაშვილის დროინდელ გამოძიებასა და დღევანდელ გამოძიებას შორის. როგორც ვიცი, მეგობრებს ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ხოლმე. „ვარდების რევოლუციამდე“ ზურა და მიშა საკმაოდ დაპირისპირებულები იყვნენ. მაშინდელი 2003 წლის ოქტომბრის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ „გაერთიანებულ დემოკრატებს“ უფრო ებრძოდა ვიდრე იმჟამინდელ ხელისუფლებას. მათი გაერთიანება „ვარდების რევოლუციის“ მსვლელობის დროს მოხდა. ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა. სააკაშვილის გუნდი რომ უკავშირდებოდა ზურას ეს არაერთხელ გამომჟღავნდა“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები