0 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ არ უნდა დავლიოთ ჩაი საკვების მიღების შემდეგ..

ადამიანების უმრავლესობა საკვების მიღების შემდეგ უნებლიედ ვნებს საკუთარ ორგანიზმს. რა თქმა უნდა არავის სურს საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს, მაგრამ საკვების მიღება და მისი გადამუშავება მეტად რთული პროცესია, რომელსაც ნებისმიერი პიროვნება დიდი ყურადღებით უნდა მოეპყრას.მოწევა…მწეველების უმრავლესობა საკვების მიღებისთანავე უკიდებს სიგარეტს და სრული ნეტარებით, მაგრამ გაუაზრებლად ვნებს საკუთარ ორგანიზმს. სხვადასხვა კვლევებმა დაადგინეს, რომ საკვების შემდეგ ერთი ღერი სიგარეტი ჩვეულებრივ დროს მოწეული 10 ღერი სიგარეტის ექვივალენტურია.ხილი…ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ საკვების შემდეგ დესერტის სახით მიღებული ხილი ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. რეალურად კი ეს ასე არ არის. ხილი ხელს უწყობს გაზების დაგროვებას, რის შედეგადაც ადამიანი ძალიან ცუდად გრძნობს თავს. აღნიშნული ვითარებისგან თავის დასაღწევად კი ხშირად მედიკამენტების მიღებაც კი არის საჭირო. ამიტომ საკვების მიღების შემდეგ ხილს თუ არ გაეკარებით კარგი იქნება.ჩაი…აღნიშნული სასმელის მიღება საკვების მირთმევისთანავე არ არის რეკომენდებული. აღსანიშნავია, რომ ჩაი კუჭის მჟავიანობის მომატებას უწყობს ხელს. შედეგად კი საკვების გადამუშავება რთულდება და ადამიანი სერიოზულ დისკომფორტს განიცდის.ქამრის მოშვება…საკვების მიღებისთანავე არ მოიშვათ ქამარი. მსგავსი ქმედება უარყოფითად აისახება თქვენს კუჭ-ნაწლავსა და ზოგადად ფიგურაზე.აბაზანის მიღება…საკვების მირთმევისთანავე ნუ გაიქცევით საშხაპეში, ეს დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების შეძენაში. რაც რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი უსიამოვნებაა. ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ შხაპის მიღებისას, აქტიურდება ხელები და ფეხები, სისხლიც კიდურებში უფრო აქტიურად მოძრაობს, კუჭ-ნაწლავის სისტემა კი პასიური ხდება და საკვების გადამუშავებაც ნელდება.ძილი…საკვების მიღების შემდეგ ძილი რა თქმა უნდა სრული ნეტარებაა, მაგრამ მსგავსი ქმედება საკვების გადამამუშავებელი სისტემის რღვევასა და კოლიტს იწვევს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები