0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლომ ქარდავას,ახალაიას,კოდუას და სხვა პირებს განაჩენი გამოუტანა

სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით 12 ბრალდებულიდან უდანაშაულოდ მხოლოდ ერთი, რუსლან შამახია იქნა ცნობილი. საქმეში ბრალდებულ კოხტა თოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას. სწორედ კოდუა და ქარდავა ითვლებოდნენ საქმეში ამ დრომდე ძებნილებად. რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ახალაიას, მას მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ბრალდებულ პაატა ქირიას - 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს კობა თოდუას - 9 წლით, გიორგი ბულიას - 6 წლით და თემურ უბირიას7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. აღნიშნულ საქმეში 2 ბრალდებულს მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას როგორც ცნობილია, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი იქნა ვიდეოფირები. ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამების, ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები